ტელეწამყვანი დავით კოვზირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის ადეკვატურად შეფასების პრობლემაა.
„საქართველო ოდესღაც თუ იყო რამით წარმატებული, ეს ჭადრაკი გახლდათ. განსაკუთრებით, ქალთა ჭადრაკი, სადაც ისე ვიყავით, როგორც ბრაზილიაა ფეხბურთში. რა არის ჭადრაკი - რამდენიმე სვლის წინასწარ დაგეგმვა, მათზე პასუხების და მერე ამაზე შენი პასუხების თვლა, მილიონობით ვარიანტია. ამაში ვიყავით საუკეთესოები მსოფლიოში და დღეს რა ხდება? რამდენიმე მილიონ ვარიანტს კი არა, იმას ვეღარ ვითვლით, რომ მაგალითად ხელისუფლება, რომელმაც რამდენიმე წელია დროშა ვერ დაკიდა, საერთოდ ვერაფერს გააკეთებს.
ამ წინარგახედვის გამო იყო, გაზაფხულზე ჩვენთან არარსებული კოვიდის დამარცხების გამო ხელები რომ გადაიტყავეს ტაშისკვრით და დღეს, ვისაც ტაშს უკრავდნენ, ისინი აქეთ გვაბრალებენ, თქვენი ბრალია, მსოფლიოში ყველაზე ცუდად რომ ვუმკლავდებით კოვიდსო.
არადა უმარტივესი, ორსვლიანი კომბინაცია იყო ამის გამოცნობა. მოდი ეხლა სავარჯიშოც გავაკეთოთ - თქვენი აზრით, სადაა საპენსიო ფონდის ასეულობით მილიონი ლარი?“ - წერს დავით კოვზირიძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
იცით ვინ აკონტროლებს თქვენს ინტიმურ მიწერ-მოწერას? - სოსო გოგაშვილი
აფთიაქში გახარიას საშვით გინდათ რომ წახვიდეთ? - ჯანგირაშვილი შესაძლო შეზღუდვებზე