Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 2 წელზე მეტი გავიდა. იგი 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკო 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოკლული ახალგაზრდის დედა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის.
„ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი.
ეს თქვენც შეგიძლიათ!
საქართველოს პრეზიდენტი.
უმნიშვნელოვანესი გზავნილი, დიახ ახალგაზრდებო თქვენზეა არჩევანი როგორი ქვეყანა გინდათ! სადაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტენ თუ ქვეყანა სადაც დაცული იქნებით, სადაც გექნებათ მომავალი!
მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ამ განსაკუთრებული გზავნილისთვის.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემი შვილის მოღვაწეობის სახელმწიფოებრივ დონეზე შეფასებისთვის, მე კი როგორც მოქალაქე, ახალგაზრდებთან ერთად ვიდგები, ჩემი შვილების, ახალგაზრდების გვერდით უკეთესი მომავლის გარანტიისთვის…
ისევ ერთხელ ხმამაღლა შევახსენებ ყველას, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენის ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის ამბავი, დღემდე გამოუძიებელია“, - წერს იზა ომაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ის არის ის, ვისაც ყოველდღე ბედნიერება მოაქვს“ - რა კადრებს აქვეყნებს ლელა მებურიშვილი