Digest Logo

„ახლა, დადექით და იძახეთ - ევროპას ვკარგავთო! თქვე გრანტის მათხოვრებო!“ - რას წერს ხათუნა ხოფერია

1678173407
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ირაკლი ღარიბაშვილის ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

👉ირაკლი ღარიბაშვილი - თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს

„მადლობა, ირაკლი! დიდი მადლობა!

ვუსმენდი და ვფიქრობდი, ახლა, მიშა ან მიშას რომელიმე „კრიშა" რომ იდგეს ამ ტრიბუნასთან, რაზე გააკეთებდა აქცენტებსთქო?!

უფ, უფ, იქნებოდა ჩვენ ეს გავაკეთეთ, მე ეს შევძელი, მე მაგარი ვარ, მე... მე... მეეე....

ჰო და, ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრი - იდგა ტრიბუნასთან და ჰყვებოდა საქართველოს სიდიადის ფაქტებს! ძეგლს უდგამდა თავის სამშობლოს! არც ერთი სიტყვა საკუთარ წისქვილზე დასხმული, არც ერთი სიტყვა ფულის გამოძალვის მიზნით ნათქვამი! ტრიბუნასთან იდგა ამაყი საქართველოს - ამაყი შვილი!
ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართავდა ღირსეული საქართველოს - ღირსეული პრემიერი!
ამეტირა...

ახლა, დადექით და იძახეთ - ევროპას ვკარგავთო! - თქვე გრანტის მათხოვრებო!

P.S.

შოთა არველაძეს, ქალბატონ მზექალა შანიძეს, ბატონ რისმაგ გორდეზიანს მინდა ვკითხო:- ბატონებო, მიხვდით, რა სხვაობაა ღარიბაშვილის ევროინტეგრაციასა (რომელიც აუცილებლად იქნება) და თქვენ არჩევანს შორის?... - ხვდებით, რომ ღირსების დაკარგვის გარეშეც არის შესაძლებელი ისტორიული მისიისკენ სწრაფვა! ამას გულისტკივილით ვამბობ... დიდი სინანულით და ტკივილით.....“, - წერს ხათუნა ხოფერია.

🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ღვინო კახურო“ - გიორგი წერეთლისა და ლადო ათანელის დუეტი ინტერნეტს იპყრობს

🔘 „ძალიან კარგია ეს დღე ისეთი სურვილების ჩამოსაწერად, რომელიც დიდი ხანია დროში გაიწელა და ჩქარა დასრულება გნებავთ“ - რჩევები ცაგარელისგან

🔘„ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ამ კედელივით ეს არ წაიშლება“ - რა წერილი დაუტოვა ნატალია ყიფშიძემ მამას