Digest Logo

„ახლა მხოლოდ შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა“ - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

1782133084
ჯორჯინა უზკუტეგი

ჯასტინ გეიჯთან გამართული მძიმე და დრამატული ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ილია თოფურია დამარცხდა, სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა არა მხოლოდ სპორტული შედეგი, არამედ მებრძოლის ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის პოსტიც გახდა.

იგი ამჯერად გამომწერების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე თანაგრძნობა მხოლოდ შორიდან შეუძლია:

„ზოგჯერ გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად დარჩენას ნიშნავს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე სიყვარულით სავსე საქციელი არის ერთი ნაბიჯით უკან დახევა და იმის დაშვება, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებს თავად შეხედოს. სიყვარულში საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ლოცვა, რათა საკუთარი გზის გავლის პროცესში ადამიანები იქცნენ იმად, რაც ღმერთს სურს. მისი გეგმები ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. საუკეთესო ხსნა პიროვნული ხსნაა.

ეს მართლაც მტკივნეული და გულდასაწყვეტია. ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა მხოლოდ გვერდიდან, შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა“, - წერს ჯორჯინა უზგატეგუი.

ცნობისთვის, UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მისი მეორე მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი ოფიციალურად განქორწინდნენ. წყვილის ურთიერთობის დასრულების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ესპანურ მედიაში გავრცელდა, მოგვიანებით კი სასამართლო დავისა და შეთანხმების დეტალებიც გახდა ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიამ განქორწინება 2025 წლის ბოლოს მოითხოვა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო. თავად ილია აცხადებდა, რომ პირადი და ოჯახური პრობლემების გამო გარკვეული პერიოდი სპორტული კარიერაც შეაჩერა. მოგვიანებით ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა, რომ ყოფილმა მეუღლეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სასამართლო დავა დასრულდა.

წყვილს საერთო შვილი - ქალიშვილი დედის მოსახელე, ჯორჯინა ჰყავს. ბოლო თვეებში მათი ურთიერთობა აქტიურად განიხილებოდა როგორც ქართულ, ისე ესპანურ მედიაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ერთმანეთისგან დისტანცირების შემდეგ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველა შემოთავაზება არ არის საჩუქარი“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

🎥 „რასაც მეუბნება ყველაფერს ვუჯერებ“ - რა შეემთხვა გიორგი ჯაჯანიძეს

⭕ „ყველაფერი ბუმერანგივით ბრუნდება!“ - რას წერს ინდირა ჯგერნაია