მომღერალი ნათია ზარანდია წარმატებული და საოცრად პოზიტიური ადამიანია, ამაში მისი მუსიკალური საღამოებიდანაც დარწმუნდებით და ასევე, ამაზე მეტყველებს მისი სოციალური ქსელიც.
რამდენიმე დღის წინ იგი დიდ უბედურებას გადაურჩა, როგორც თავად ამბობს, მომღერალი ავარიაში მოყვა, თუმცა თავს კარგად გრძნობს და მანქანაში მყოფი ყველა პირი გადარჩა:
„2-3 დღის წინ ახლად დავიბადე. უფალმა მაჩუქა სიცოცხლე, ალბათ ცხოვრებაში რაღაც კარგი გამიკეთებია, რომ მე დღეს ჯანმრთელად ვარ და იმხელა რაღაცას გადავურჩი.
არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ შენ ღმერთის წყალობა არ გაქვს.
უამრავი მესიჯი შემომივიდა პირადში, თუ რა მოხდა გუშინ წინ. რამდენიმე საათის წინ დავდე ვიდეო და გაუჩნდა ხალხს ინტერესი და კითხვები. ტელევიზიებიდანაც კი შემომივიდა ზარები, ამიტომ დავდებ ფოტოს და მიხვდებით, თუ რას გადავურჩი. უფრო სწორად, გადავურჩით!
აქვე დავწერ, რომ ჩვენი ბრალი არ იყო, აქეთ დაგვეჯახნენ, როცა ჩემი კონცერტიდან ვბრუნდებოდით…
უფლის წყალობით ყველანი კარგად ვართ !!“, - ამბობს ნათია ზარანდია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიყვარს ჩემი ქალაქი...“ - დალი ჩიტალაძე თბილისის ქუჩებში პოზირებს