მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას „ჩემი ქალაქი“ დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, ის აქტიურია სოციალურ ქსელებში და საკუთარი ცხოვრების შესახებ სიახლეებს სწორედ ამ გზით უზიარებს გულშემატკივრებს.
ამჯერად, ნინიმ ახალი ამბავი გაგვიზიარა. მან ოცნება აიხდინა და საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელიც ონკოპაციენტებს დაეხმარება:
„ჩემი 6 წლის ოცნება, რომელზედაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი ვიმუშავე, რეალობად ვაქციეთ!!
დღეს დარეგისტრირდა ჩვენი ფონდი „არ დანებდე”, რომელიც დაეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს და არა მხოლოდ!!
მჯერა, რომ ბევრ კარგ და კეთილ საქმეს გავაკეთებთ! დანარჩენ დეტალებსაც ძალიან მალე მოგიყვებით!“, - წერს ნინი ქარსელაძე.
სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში ნინის დედა, ხათუნა ჟორდანია გამოეხმაურა, რომელიც თავად ონკოპაციენტი იყო:
„დაფუძნდა ფონდი „არ დანებდე”, რომელიც დაეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს და არა მხოლოდ!
ჩემი შვილის ოცნება რეალობად იქცა, ნინი, მარი.
გოგოებო, თქვენი სიყვარული ძალიან ბევრ სიკეთეს გაგაკეთებინებთ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული!
წინ ბევრი გაქვთ გასაკეთებელი და წარმატებებს გისურვებთ, ყველა თქვენს წამოწყებულ საქმეში!“, - წერს ხათუნა ჟორდანია.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიყვარული...“ - ნუკი კოშკელიშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕„შეუდარებელი ადამიანი ხარ...“ - ნანუკა გუდავაძე შავ კაბაში პოზირებს