
ჟურნალისტი დავით ბაკურაძე სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მისი ახლობლის ისტორიას უამბობს.
„ახლობლის ფეისბუკი დაიბლოკა და გადაწყვიტა, რასაც მანამდე თავის პროფილში აკეთებდა, იგივე ეკეთებინა რეალურ ცხოვრებაში… და დილიდან დაიწყო მეზობლებისთვის და უბრალო გამვლელებისათვის მოყოლა რა ჭამა საღამოს, რა ნახა სიზმარში, რა უთხრა ცოლს დილას, როგორ გრძნობს თავს, რას ფიქრობს უკრაინაზე, რუსეთზე, აშშ-ზე, ივანიშვილზე, სააკაშვილზე, მელიაზე, ღარიბაშვილზე, მაროშკინაზე, ხაინდრავაზე…
დააანონსა რომ საღამოს აპირებს მეგობართან ლუდის ჩარტყმას და დაურიგა თავისი, თავისი შვილიშვილის და სპანიელის სურათები ყველას.. თან ყურს უგდებდა სხვების საუბრებს და ზოგჯერ „ხმამაღლა იცინოდა”, ზოგს ეუბნებოდა „მომწონსო“, ზოგს უბღვერდა, ზოგს კი ჟესტებით გულებს უგზავნიდა…
საღამოს კი მას ესტუმრა პატრული, ფსიქიატრი და 112-ის ბრიგადა…“, - წერს დავით ბაკურაძე.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„სახლიდან ამას ვერ გავუძლებდი...“ - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძის დედა