Digest Logo

„ახლოს არ მიუშვეს და ხელით, უხმოდ ანიშნა გულში მიყვარხარო. არ უტირია, მაგრამ მე ვიტირე როცა პეტრეს გათეთრებული სახე დავინახე“ - ნინი გოგაშვილი ძმაზე

1672220541
სოსო გოგაშვილი შვილებთან

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სასჯელს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იხდის. მისი შვილი ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის ძმას, პატარა პეტრეს მამა 5 თვეა არ უნახავს, რადგან ამის ნებართვას არ აძლევდნენ.

დღეს სოსო გოგაშვილისა და პატარა პეტრეს შეხვედრა პირველად შედგა, რომლის დეტალებსაც ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას უზიარებს.

„თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც მამა დაკავებულია. 5 თვეა პეტრეს მამა არ უნახავს, 4-ჯერ დაწერილ განცხადებაზე უარი გვითხრეს, ამიტომ დღეს სასამართლოში წამოვიდა პეტრე, იმის იმედით, რომ მამას ჩაეხუტებოდა.

მე და ნიკა აღარ შეგვიშვეს, დედა შეუშვეს პეტრესთან ერთად რამდენიმე წამი. ბავშვი ახლოს არ მიუშვეს და მამას ხელით, უხმოდ ანიშნა გულში მიყვარხარო. არ უტირია პეტრეს, მაგრამ მე ვიტირე, როცა მამასგან დაბრუნებული პეტრეს გათეთრებული სახე დავინახე.

ჩემი პეტრე ყველაზე ძლიერია, ჭკვიანი და კეთილი.  10 წლის ასაკში სისტემამ გაანადგურა, მაგრამ ეს ტკივილი პეტრესთვის ბედნიერებით შეიცვლება და ვინც მას ეს ტკივილი მიაყენა, მას კარგს არაფერს მოუტანს, ამიტომ გეშინოდეთ ღმერთის. პეტრეს ტკივილი აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ ყველას!“, - წერს ნინი გოგაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵დაულეწეს თუ არა რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ალა ქავთარაძეს ავტომობილი? - „საშობაო მოლოცვა სამეზობლოსგან!“

🔵„ძმა გარდამეცვალა ბიძაჩემთან ერთად. მანქანა აფეთქდა, შიგ ჩაიწვნენ... თითქმის 1 წელი იქ იყო, ძმაკაცი მოუკლეს“ - რას ჰყვება „თამაზა“

🎥 „კარგი დედიკო და შვილები“ - თამარ ივერმა ბავშვებთან ერთად პირდაპირ ეთერში ექსპრომტად იმღერა