
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა ყაზახეთში მოგზაურობს, საიდანაც სოციალურ ქსელში ადგილობრივი, ტრადიციული სამოსში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
კადრებში ჩანს, რომ მას მკვდარი ცხოველის ბეწვეულისგან შეკერილი ტანის სამოსი აცვია და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც მოდელს საჯაროდ აკრიტიკებენ.
უამრავი ნეგატიური კომენტარის გამო, ალექსანდრა პაიჭაძეს განცხადების გაკეთება მოუწია.
„მეგობრებო, ეს სამოსი თავისი ბეწვეულით არის ყაზახური ტრადიციული სამოსი, რომლის ტარებასაც ფოტოსესიისთვის სთავაზობენ ტურისტებს. მე არ მიყიდია და არც ვიყიდი მკვდარი ცხოველის ბეწვს, არც ცხენის ძეხვი მიჭამია და ზოგადად, სანამ ლანძღვას დაიწყებთ, გაეცანით სხვადასხვა ეროვნების ტრადიციებს და ჩვეულებებს. უამრავი მიუღებელი რამ არის 2024 წლისთვის, ნამდვილად“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
„მადლობა უფალს, მადლობა ორგანიზატორებს“ - მზია გეწაძე რომის ვარსკვლავის ლაურეატი გახდა