ალექსანდრე ზაზარაშვილი - გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდა ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ბავშვობის ასაკშივე მოიპოვა, იუბილარია.
იგი 20 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.
მან გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა და საკუთარ დაბადების დღეზე ისაუბრა:
„და აი ასე... 20 წლის ვარ.
ჩემი დაბადების დღეა.
გადავწყვიტე ჩემი ყველაზე „სახლური“ ფოტო დამედო, რადგან მნიშვნელოვანია სოციალურ მედიაში მართალი და ნამდვილი დარჩე.
სიმართლე გითხრათ, 20 წელი თითქმის ძალიან სერიოზულია, აღარ არის თინეიჯერული და პასუხისმგებლობები იზრდება, მაგრამ მზად ვარ ამისთვის!
ვნახოთ რას მოიტანს ეს ათწლეული!“, - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
ალექსანდრე ზაზარაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა უკრაინული მუსიკალური პროექტის, „The Voice Kids Ukraine“ (2019 წ.) გამარჯვებით, სადაც მისმა ვოკალმა მსოფლიო მასშტაბის გამოხმაურება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მომესწრო ბიჭი...“ - როგორ ერთობა მარიამ ელიეშვილის პატარა საბა
⭕„ნუ მისცემთ რჩევებს, თუ ამას არ გთხოვენ...“ - თაკო მელიქიშვილი 30 ივლისის ასტროლოგიურ ენერგიებზე