სოციალურ ქსელში ორი მსახიობის თორნიკე გოგრიჭიანისა და კახა კინწურაშვილის ერთ-ერთმა სცენამ, სადაც მათ ჰომოსექსუალი მამაკაცების როლი შეასრულეს და ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს, საზოგადოებაში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მსახიობის როლია, მეორე მხარე კი ამბობს, რომ მსახიობისთვისაც უნდა არსებობდეს, რაღაც, რასაც არასდროს ითამაშებს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში „რა? სად? როდის?“ ერთ-ერთი მონაწილე ცვატა ბერძენიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ამბავმა მსახიობი გია გურგულია გაახსენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან ხმამაღლა და ამაყად განაცხადა, რომ რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, ფილმში გეის როლს არ ვითამაშებო.
„ვიღაც ჟურნალისტს სპექტაკლიდან ამოჭრილი სცენა გამოუდევს, სადაც ორი ქართველი მსახიობი კაცი ერთმანეთს კოცნის, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეს რა ვნახეო.
ამ ამბავმა მსახიობი გია გურგულია გამახსენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან ხმამაღლა და ამაყად განაცხადა, მეო, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, ფილმში გეის როლს არ ვითამაშებო.
შეგახსენებთ, რომ წლების წინ გია გურგულიამ ითამაშა იმ კაცის როლი, რომელმაც ავღანეთის ომში 10 წლის გოგო დედის თვალწინ გააუპატიურა, მერე ყელი გამოჭრა და დედაც ზედ დააკლა, მაგრამ „კაცია და გეის როლს არ ითამაშებს ძმაო...“.
მაღალ ზნეობად შეფუთული რამხელა მორალური ხრწნა ჩანს ამ ყველაფერში...“, - წერს ცვატა ბერძენიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოვიქცეთ თუკი ამერიკის ვიზის აღება გვსურს - ამერიკის ელჩის რჩევები საზოგადოებას
🎥 გრაციოზული შავი კაბა და წითელი ხალიჩა - სალომე ღვინიაშვილის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა