Digest Logo

„ამ ბავშვების გაჭირვებით ხელის მოთბობას ცდილობენ... ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა მომღერალმა საკუთარ ანგარიშებზე არიცხინა ხალხს ფული“ - ნინი მთვარაძის სკანდალური პოსტი

1659896978
ნინი მთვარაძე

მას შემდეგ, რაც ნინი მთვარაძეს მცირეწლოვანი შვილი მძიმე სენთან ბრძოლის გამო გარდაეცვალა, მან ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად დახურული ჯგუფი შექმნა და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ხშირად იბრძვის. 

ახლა კი ის სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთ გვერდს თაღლითობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ისინი ბავშვის ავადმყოფობას იგონებენ და ამით ხალხს თანხებს საკუთარ ანგარიშებზე არიცხინებენ.

„ამ გვერდს წავაწყდი დღეს და გამიკვირდა - ვიფიქრე, ალბათ ახლა ჩაერთო ეს ბავშვი ამ ბრძოლაში და მშობელი ამიტომ არ არის ჩემს დახურულ ჯგუფში -მეთქი ონკოლოგიური დაავადებები ბავშვებში - მშობლების კლუბი / Momcology Georgia, რომელიც დემეს სახელით შევქმენი, თითქმის 3 წელია და სადაც ფაქტობრივად ყველა ქართველი მშობელია, არ აქვს მნიშვნელობა აქ მკურნალობენ, თუ საზღვარგარეთ. ვეხმარებით ერთმანეთს, როგორც შეგვიძლია.

შემდეგ იმან დამაეჭვა, რომ ბავშვი ირლანდიაში „მიჰყავთ სამკურნალოდ”. საქართველოდან ირლანდიაში მკურნალობის მიზნით წასული ბავშვი მე ჯერ არ მინახავს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბოლოოდ გეტყვით, რომ ამ ბავშვების გაჭირვებით ხელის მოთბობას ცდილობენ და ეს არ არის პირველი შემთხვევა. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. ამიტომ გთხოვთ, როდესაც თანხის ჩარიცხვას გადაწყვეტთ, კარგად დააკვირდით ყველა დეტალს. მოითხოვეთ ფორმა 100. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ამ ბავშვებს ვაკლებთ იმ თანხას, რაც რეალურად მათთვის გვინდა და ვურიცხავთ ისეთ არაადამიანებს, როგორიც მაგალითად ამ გვერდის შემქმნელია.

p.s. ეს არ არის პირველი შემთხვევა და სამწუხაროდ, ალბათ არც ბოლო. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა მომღერალმა, რომელსაც აქ 70 000 გამომწერი ჰყავს დადო „ფეიკ“ ამბავი და საკუთარ ანგარიშებზე არიცხინა ხალხს ფული. იმ პირობით, რომ ყველა თეთრი უკან დააბრუნა, არ გამოვდე. ნამდვილად დააბრუნა. გულწრფელად რომ გითხრათ, ადამიანურად შემეცოდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მდაბიოა და მე აღარ დავუმატე.

ასევე, ჩემი რჩევა იქნება, არ ჩარიცხოთ თანხა ფონდების ანგარიშებზე. აწამებენ მშობლებს ამ თანხების მიცემაზე. მხოლოდ სოლიდარობის ფონდია სანდო და იქ თამამად შეგიძლიათ ჩარიცხოთ, ვინაიდან თითოეული თეთრი ამ ბავშვებისთვის მიზნობრივად იხარჯება.

დიმიტრი ცინცაძის ფონდშიც თამამად ჩარიცხეთ და ბერი ანდრიას“, - წერს ნინი მთვარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ახალქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა

🎥 ნუკი კოშკელიშვილი 15 კილოგრამიან კაბაში პოზირებს - რა კადრებს ავრცელებს ტელეწამყვანი

🔵„შემოყო ვიღაც გოგომ თავი, დაიღრიალა - „რუსკიე იდიტე ნახ@@ი, მოგიტ@@ნთ კეთილებიო“ და გასწორებულმა ცეკვა დაიწყო“ - რას წერს ზურა ბაუჟაძე