Digest Logo

„შემოყო ვიღაც გოგომ თავი, დაიღრიალა - „რუსკიე იდიტე ნახ@@ი, მოგიტ@@ნთ კეთილებიო“ და გასწორებულმა ცეკვა დაიწყო“ - რას წერს ზურა ბაუჟაძე

1659885487
ზურა ბაუჟაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურა ბაუჟაძე სამეგრელოში გადამხდარ ამბავს ჰყვება. მისი თქმით, მიკროავტობუსით მას ყაზახი და ლატვიელი ტურისტები გადაჰყავდა, რა დროსაც უცნობმა გოგომ მანქანაში თავი შეყო და „რუსკიე იდიტე ნახ@@ი, მოგიტ@@ნთ კეთილები“ დაიძახა.

„ტურისტების ჯგუფი მიმყავს სამეგრელოში ახლა, ამ წუთს. ყაზახები და ლატვიელები არიან. რამდენიმე სტუმარი ურეკში სასტუმრო „მაგნეტიკ რეზორტიდან" უნდა ამეყვანა.

მიკროავტობუსი სასტუმროს წინ გავაჩერეთ, კარები ღია იყო. შემოყო ვიღაც გოგომ თავი, დაიღრიალა „რუსკიე იდიტე ნახ@@ი, მოგიტ@@ნთ კეთილებიო“ და გასწორებულმა ცეკვა დაიწყო.

არ ავყევი. არ მსურდა არასასიამოვნო სცენები.

მძღოლმა მანქანა მოაბრუნა და დავიძარით. მანქანას მოაფურთხა და ხარხარებდა.

ხვდებით ალბათ, რომ მსგავსი საქციელები გახშირდება. უფრო მძიმე შემთხვევებიც იქნება.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი?“, - წერს ზურა ბაუჟაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველას გული ატკინა თავისი უდროო წასვლით, მაგრამ იქ საყვარელი დედიკო დახვდება და ისევ იზრუნებს მასზე...“ - ტრაგედია გორში

🔵„სანამ ვაზნები ჰქონდა თავს იცავდა, მერე დაჭრეს, ადგილზე აწამეს ღორებმა. ამ ამბავს 40 დღეში დედა გადაჰყვა, შემდეგ მამაც დაიღუპა“ - ომის უცნობი გმირი

🔵„თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ ან თვალი მოჰკარით, გთხოვთ, დამიკავშირდეთ“ - კასპში 27 წლის ბიჭს ეძებენ