Digest Logo

„ამ ბედნიერი მომენტებისთვის ვცხოვრობთ“ - თიკა ფაცაცია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

1730094413
თიკა ფაცაცია

42 წლის ულამაზესი ტელეწამყვანი, მოდელი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. თიკა განსაკუთრებული გარეგნობით და აღნაგობით ყოველთვის ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ხოლო მისი გამორჩეული სტილი დასამახსოვრებელი და გემოვნებიანია.

თიკა ფაცაციამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საიუბილეო დღესთან დაკავშირებული კადრები გაავრცელა. როგორც ვიგებთ, ტელეწამყვანის მამა იუბილარი იყო, რომელმაც დაბადების დღე ოჯახურ გარემოში აღნიშნა.