
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმას სასულიერო პირი მამა პეტრე კვარაცხელია ეხმაურება:
„ამ დაბნეულ ხალხს ისედაც უარესად აბნელებენ, თურმე სამართლიანად ისჯებიან ებრაელები…
ზოგიერთი ე.წ. მორწმუნე ირიბად მხარს უჭერს ტერორისტებს და იჯერებს, რომ კონსერვატორების დრო მოვიდა…
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი ფსიქიკური მდგომარეობაა…
თუ რელიგიის და წინასწარმეტყველებების ენაზე ვიმსჯელებთ, მით უმეტეს უნდა ვიცოდეთ, რომ ისრაელის აღზევების პერიოდი მოდის…“, - წერს პეტრე კოლხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მშვიდი სამყაროა საჭირო, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი გზა კარგად ნახონ..“ - ნონა გაფრინდაშვილი
🎥 მკვლელობა მარნეულში, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა