სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელების სავარაუდო სცენარზე წერს, რომელიც მისი თქმით, დუმის დეპუტატის ინფორმაციას ეყრდნობა.
მისივე ცნობით, ამ დღეებში რუსეთი ამზადებს ძალიან მძიმე სცენარს, ომის განვითარებისთვის.
„მოკლედ საინტერესო ამბავი.
როგორც რუსი პოლიტიკური მიმომხილველი, 2 მოწვევის დუმის ყოფილი დეპუტატი ილია პანომარევი წერს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ამ დღეებში რუსეთი ამზადებს ძალიან მძიმე სცენარს ომის შემდეგი განვითარების!
ლაპარაკი არის იმაზე, რომ რუსეთმა თავიდანვე დაარქვა ამ ომს სპეცოპერაცია, შესაბამისად ის ვერ აცხადებს მობილიზაციას!
ამიტომაც მისი თქმით, ახლა მალე მიმართავს ძველ სცენარებს!
ФСБ-მ დაიწყო უკვე დიდი ტერაქტის მომზადება მოსკოვთან ახლოს!
სავარაუდოდ ააფეთქებენ, რომელიმე ქიმიური ნივთიერებების საწარმოს!
რომლის ნარჩენებიც დახოცავს ათასობით რუსს!
ეს ტერაქტი დაჰბრალდება შემდეგ უკრაინელ დივერსანტებს!
ამის შემდეგ კი პუტინი გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და დაიწყებს ომის ახალ ფაზას!
მისივე თქმით შესაძლებელია ააფეთქონ ასევე კაპოტნაში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ასევე დამანგრეველი შედეგი ექნება!
მსგავსი მეთოდები რუსეთმა გამოიყენა 1999 წელს, რათა დაეწყო მეორე ომი ჩეჩნეთში!
მოკლედ ვნახოთ რა იქნება!“ - წერს ნიკო მიქაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵15 წლის მაია ასათიანი - ფოტო ტელევარსკვლავის ინსტაგრამიდან
🔵„გაჩუმდი, თორემ ბავშვს ვაჩვენებ სახლში მიმოფანტულ შენს ტვინს“ - უკრაინელი ქალი ჰყვება, როგორ მოკლეს რუსმა სამხედროებმა მისი ქმარი და თვითონ კი გააუპატიურეს
🔵„დღეს არ ღირს ჭირვეულობა და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, რადგან ასე მხოლოდ გაიფუჭებთ ურთიერთობას“ - ცაგარელი