კაცობრიობის ყველაზე დიდი ტრავმა: რატომ ვგლოვობთ „დაკარგულ დედას“ ქვეცნობიერად? - აღნიშნულ საკითხზე სტატიას ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:
„კაცობრიობის ყველაზე დიდი ტრავმა: რატომ ვგლოვობთ „დაკარგულ დედას“ ქვეცნობიერად?
თანამედროვე სამყაროში მატრიარქატზე საუბარი ხშირად ამორძალების ტომებსა და სქესთა შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის პრიმიტიულ ხატებამდე დადის. ეს არის ისტორიული და ფსიქოლოგიური ილუზია.
სინამდვილეში, მატრიარქატი არასდროს ყოფილა დომინაციის ინსტრუმენტი. ეს იყო კაცობრიობის სრულიად განსხვავებული ენერგეტიკული, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური წყობა, რომლის დაკარგვასაც ჩვენ დღემდე, გაუცნობიერებლად ვგლოვობთ.
ჩვენ ვცხოვრობთ „მამის“ სამყაროში — სამყაროში, სადაც სიყვარული პირობითია. შენ უნდა დაიმსახურო მიღება სტატუსით, ფულით, ძალით ან მიღწევებით. სწორედ ამიტომ ვართ ასეთი დაღლილები. ჩვენ ქვეცნობიერად „გვშია“ ის არქეტიპული „დედა-ღმერთი“, რომელიც მიგვიღებს უპირობოდ — უბრალოდ იმიტომ, რომ ვარსებობთ“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაავიწყდა და წავიდა... ალბათ მარტო ცხოვრობს“ - რას წერს გიორგი ნიკოლავა
⭕„ყველაზე ძლიერი საშუალება, რომ ვიყოთ ღმერთთან, არის წირვა...“ - თეოდორე გიგნაძე