ჟურნალისტი თელარა გელანტია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ 3 ნოემბერს covid-19 დაუდასტურდა.
ის სტატუსთან ერთად სახალისო ფოტოს აქვეყნებს და წერს - „მე და 112-ის საუბარი.“
„3 ნოემბერს დამიდასტურდა covid-19. დღეს მაქვს იზოლაციის ბოლო დღე. ყველა რეგულაცია პატიოსნად დავიცავი და თურმე ჩემი სახელმწიფო სტატისტიკასაც აღარ აწარმოებს კაი ხანია.
- არადა 112-საც ვაცნობე დიდის ამბით.
ამ დრომდე მაწუხებს სპაზმური ხველა, თითქოს ჰაერი არ მყოფნის... tv ჟურნალისტად ჯერ არ ვვარგივარ))… 2.5 დღე მქონდა სიცხე 38-39 გრადუსის ფარგლებში. მეწვოდა თვალები და ვერ ვახელდი…
მე და 112-ის საუბარი“- წერს თელარა გელანტია.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: