
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მამა გაბრიელზე, მის სიწმინდესა და ამქვეყნიურ ცხოვრებაზე წერს:
„დღეს, 26 აგვისტოს, ქართველი ბერის, გასული საუკუნის და ზოგადად დედამიწის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის ბერი გაბრიელის დაბადების - ამქვეყნად მოვლინების დღეა!
სიტყვებით ძალიან რთულია, მის შესახებ ისაუბრო იმხელა ღვაწლისა და გაცისკროვნებული ბუნების პატრონზე, როგორიც ბერი გაბრიელი იყო!
ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე მისმა ცხოვრებამ ტანჯვასა, სულიერ თუ ფიზიკურ ომსა და ქვეყნისადმი სიყვარულში გალია!
ვინ არ ებრძოდა წმინდა ბერს, კომუნისტური პარტიის გადაგვარებული ჩინოვნიკები და რიგითი ქართველები, იერარქები თუ დიდგვაროვნები? მაგრამ, ყველამ მუხლი მოიდრიკა მის წინაშე! მართლაც, როცა ღმერთი შენთანაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინაა მტერი?
იმ ავბედით დროში, როცა შუა რუსთაველზე კომუნიზმის დაარსების აღლუმი იმართებოდა ყოველწლიურად, მხოლოდ ორმა ბერმა გაბედა საჯაროდ მხილება და მათ წინააღმდეგ წასვლა! შავი დემონის ,,ლენინის“ 12 მეტრიანი პლაკატი სწორედ მან დაწვა! მოგვიანებით, როგორც ჩანაწერებიდან ვიგებთ, ნავთი და ასანთი გვერდზე მდგომმა, არანაკლებ დიდმა წმინდა მამა გიორგი ბასილაძემ უბოძა! რითაც საბოლოოდ დაიმსხვრა საქართველოში საბჭოური მანქანა!
არ ერიდებოდა ორთაბრძოლას, მხილებას და პირდაპირობას! რითაც ადამიანს სინანულში აგდებდა, შემდგომ კი სულიერად კურნავდა!
იყო სულიწმიდის მკაფიო ჭურჭელი, რითაც იმ სიმაღლეს მიაღწია რომ ჩვეულებრივ ტელეპატიური ნიჭის მფლობელი გახდა, ფაქტობრივად, ღვთისგან ჩინებულ წინასწარმეტყველთან, სულიერ ექიმთან და სიყვარულით სავსე ნატურასთან ჰქონდათ ადამიანებს შეხება!
ამბობდა: ღმერთი არ იძლევა დიდ ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშეო, მართლაც ასეა! დიდი განსაცდელით ბრძენდება ადამიანი და ადის მაღლობებზე. ნუ მოგერიდებათ, რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ, ჯვარშია მთელი ძალაო! გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზეო!
ყველას სიყვარული თუ ვერ შეძელი, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდესო! შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე, რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდისო! ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს მასო! სიყვარულს თავგანწირვის გარეშე ვერ დაიმკვიდრებო!
საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ნიჭი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მასაც. თქვენი ნიჭი რწმენაა, ამრავლეთ იგი და სხვებსაც ეს უთხარითო.
პირველმა, სწორედ, მან იწინასწარმეტყველა დღეს რომ ბევრი საუბრობს ბოლო ჟამის საკითხებზე და ახსნა კიდეც კარგად ყველაფერი. პირდაპირ ამბობდა, რომ ამ რთულ დროში კაცები დაკარგავენ თავიანთ კაცობას, ქალები - ქალობას, ხოლო სარწმუნოება აღარ იქნებოდა ძლიერი ფორმით, არასწორი ინტერპრეტაციის ხალხი მომრავლდებოდა, რომელი ფაქტებიც უხვადაა სახეზე და იქადაგებდნენ ცრუ მოძღვრებებს!
დიახ, მართლაც ასეა! მთელი დედამიწა ერთი დიდი საგიჟეთია დღეს! ამ დროში რომ არის გარყვნილება და სულიერი ხრწნა, ასე არცერთ ეპოქაში არ ყოფილა მერწმუნეთ! შეგიძლიათ თვალი კარგად გაახილოთ, გარეთ გაიხედოთ, სოციალურ ქსელებსაც გადახედოთ, დააკვირდეთ ხალხის ქცევებს, სიტყვებს, ჩაცმულობაზე საუბარიც ზედმეტია და დასკვნების გაკეთება აღარ გაგიჭირდებათ! საქართველოში ჭეშმარიტი სულიერების პოვნა ძალიან ჭირს, სამწუხაროა, რომ ამას ვამბობ მაგრამ ასეა! ისევე, როგორც დედამიწაზე! მაგრამ, დღევანდელობისთვის ეს გასაკვირი სულაც არ არის, ბოლო ბოლო - ლოგიკური წერტილი აქვს ყველაფერს!
მეც მისი განკურნებული ვარ და მე მივიღე ღვთის დაშვებით მისგან 2019 წლის თებერვალში დასტური იმ მოვლენებზე, რაც მოხდებოდა, რაც ხდება და რაც მოხდება! თუმცა საქართველო გადარჩება, მაგრამ გარკვეული დევნა აქაც იქნება, ბუნებრივია! მაგრამ ქართველ ხალხს დიდი მისია აქვს და კარგად რომ შეირყევა პლანეტა მერე მოვა ბევრი გონს, რა და როგორ გააკეთოს. ეს თეატრი იყო, კინო აწი იწყება!
საქართველოსა და ქართველ ერზე უზომოდ შეყვარებულო, ქრისტესათვის თავდადებულო, სიბრძნით გაჯერებულო, ებგურო, უშიშო სინათლევ, წმინდა ბერო გაბრიელ აღმსარებელო და სალოსო, დაიფარე ეს ქვეყანა და მთელი დედამიწა, რომ ამ მძიმე დროში, ბევრი მოეგოს გონს და მოექცეს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სულიერ ღირებულებებზე!
გილოცავთ ყველას! გეწეოდეთ და მისი მადლი ყოფილიყოს ყველგან თქვენი თანამდევი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანს ღორის ფილტვი პირველად გადაუნერგეს
⭕როგორი ამინდი იქნება 29 აგვისტომდე საქართველოში? - სინოპტიკოსების პროგნოზი