Digest Logo

„ამ ფოტოზე დედა 28 წლისაა, მე-2 წლის...“ - გია ბაღაშვილი დედას დაბადების დღეს ულოცავს

1787555061
გია ბაღაშვილი

ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს და გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს ულოცავს. 

როგორც მუსიკოსი წერს, დღეს იგი 81 წლის გახდებოდა. 

„დღეს დედას დაბადების დღეა!.. 81 წლის გახდებოდა!.. 
ამ ფოტოზე დედა 28 წლისაა, მე - 2 წლის...“, - წერს გია ბაღაშვილი.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსისა და ტელეწამყვანის, გია ბაღაშვილის დედა მანანა პატარაიაა, რომელიც ცნობილი სცენარისტისა და მუსიკოსის, ჯემალ ბაღაშვილის მეუღლე გახლდათ. 

მანანა პატარაია 2024 წლის 30 ივლისს გარდაიცვალა, 79 წლის ასაკში. იგი 1945 წლის 24 აგვისტოს იყო დაბადებული.

გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელებში ხშირად გამოხატავდა დედის მიმართ უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას და მას „საოცარ დედას“ უწოდებდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

⭕24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - „ეს არის გულწრფელობის, მოწყალების, მადლიერებისა და სულიერი გაწმენდის დრო“

⭕საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ