მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია, რომელიც ამერიკაში სწავლობს, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.
როგორც სასულიერო პირი წერს, „უცხოელ აგენტზე” მისაღები კანონი საშიში იმით არის, რომ მთავრობას „კანონიერად” შეეძლება რუსულ წუმპეში აყვინთაოს ყველა“.
„უცხოელ აგენტზე” მისაღები კანონი საშიში იმით არის, რომ მთავრობას “კანონიერად” შეეძლება რუსულ წუმპეში აყვინთაოს ყველა.
ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა არაგულწრფელმა დამოკიდებულებებმა…
ბევრი რამის გამო ვიყავით ჩუმად და ვაგრძელებთ ასე ცხოვრებას…
ხათრისა და “სიყვარულის” გამო არ დავარქვით ბოროტს ბოროტი და კეთილს კეთილი.
ამასობაში კი ქვეყანა უფსკრულის პირას დააყენეს.
ის მცირე ნაწილი მოქალაქეებისა, რომლებიც მთავრობაში არიან, გვეუბნებიან რომ “ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ” და ასევე, “თქვენც გაგიკეთებთ”… ახლა სწორედ კეთების პროცესში არიან და ვნახოთ რამდენი დანებდება…
ამ კანონის მიხედვით ერთ-ერთი აგენტი მეც ვიქნები, რადგან ამერიკაში ვსწავლობ“, - წერს მამა ანდრია სარია.
🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღვინო კახურო“ - გიორგი წერეთლისა და ლადო ათანელის დუეტი ინტერნეტს იპყრობს