რამდენიმე დღის წინ გადაცემაში „ლელასთან“ გასულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი წლების წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სიცილით იხსენებდა, სოციალურ ქსელში ფიტნესინსტრუქტორი ნინა ილურიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ავარიაში, რომელიც მსახიობ გია როინიშვილს შეემთხვა, თავადაც იმყოფებოდა, რის გამოც მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.
ნინა ილურიძის თქმით, შემთხვევის დროს 25 წლის იყო. ერთ დილას უვნებელი გავიდა სახლიდან და საღამოს საავადმყოფოში მოვიდა გონს.
„ვერ შევძელი ამის ბოლომდე მოსმენა! ახლაც მთლიანად ვკანკალებ!
რას ჰყვებიან! რაზე ჰყვებიან და როგორ ხარხარებენ ისტორიაზე, რომელიც სხვა ადამიანებისათვის ტრაგედია იყო!
ჩემთვის იყო უსაშინლესი ტკივილი და ტრაგედია! როცა 25 წლის გოგო, რომელსაც ერთი ნაკაწრი და შრამი არ ჰქონია მაგ ასაკამდე, უვნებელი გავედი სახლიდან და საღამოს საავადმყოფოში მოვედი გონს!
ნახევარი სახე ნაოპერაციები მქონდა უამრავ ნაკერებში, მეორე ნახევარი კი მთლიანად ჩაშავებულ-გალურჯებული. ისეთ დღეში, რომ 1 კვირა სარკეს მიმალავდნენ, რამე რომ არ დამმართნოდა შოკისგან!
ერთი კვირის მერე პალატიდან გავიპარე და ექიმის კაბინეტში სარკე ვიპოვე, დიდი ხანი ვეძებდი სარკეში ჩემს თავს და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, სანამ არ მივხვდი, რომ ის უზარმაზარი ზომის დარტყმებისგან გასიებული, უსაშინლესი შავი სახე, ძაფებით სავსე - ჩემი იყო თურმე!
იმ მანქანაში, რომელსაც გია როინიშვილი დაეჯახა, უკან შემდეგ სხვა შემოგვასკდა და მერე ხეს დავეჯახეთ და სადაც ის ჩინელი იჯდა, მეორე ადამიანი მის გვერდით მე ვიყავი!
მაკანკალებს როგორ ჰყვებიან ამ ამბავს და ხარხარებენ! ლელა! მამულიჩა!
ამ ხარხარის უკან ვიღაცისთვის მწარე და საშინელი ისტორია დგას!
1:15 წუთიდან ჩემი პირველი ავარიის ისტორია, სიცილ-კისკისში მოყოლილი“, - წერს ნინა ილურიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 გაიგე, მითია თუ რეალობა, რომ ძმრიანი წინდები ხელს უწყობს სიცხის დაწევას