საზოგადოება ორი დღეა აქტიურად განიხილავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრის, გიორგი ჩალაძისა და ანა წითლიძის ქორწინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას.
ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, თავად ადრესატი პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოჰყვა.
🔵 ტემპერატურა მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გიორგი ჩალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.
„სინამდვილეში ეს ამბავი იყო ასე:
ჩემი და ანის ამ ლამაზ ამბავს ვფარავდით და გადავწყვიტეთ პოლონეთში გაგვეხადა საჯაროდ.
ამის გამო ვიყავით მთელი დელეგაცია ვარშავაში ( ნუ თან მიშას ჯილდო შევიძინეთ)
მეჯვარეები: პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ივერი ბალახაშვილი და იგორ ნარმანია.
ანის მხრიდან თვითონ იტყვის.
ახლა მაინც მიხვდებიან კოლეგა ოპოზიციონერები როგორ შეგვიშალეს ამ ბედნიერ დროს ხელი.
აქვე დავამატებ - ჩემი რელიგია მაძლევს რამდენიმე მეუღლის უფლებას, ასე რომ წინა ქორწინება ისევ ძალაშია.
ერთი დიდი ნაციონალური ოჯახი ვართ“,- წერს გიორგი ჩალაძე.
რაც შეეხება ანა წითლიძეს, მისი განცხადებით აღნიშნული ჭორით ძალიან იხალისა:
„მეგობრებო.
ჩემს თავზე იმდენი წარმოუდგენელი ჭორი გამიგია და შეუთხზავთ, ვერაფრით გამაკვირვებენ.
მხოლოდ მადლობა ეკუთვნით ჭორის ავტორებს, ამ დაძაბულ და სტრესულ გარემოში ღლიცინის შესაძლებლობისთვის.
ბოლო ორი დღეა TV Imedi და ქოცების ტროლ ბოტების განსაკუთრებული სამიზნე ვარ და J’adore - მხოლოდ პატივია, რომ იციან ვის უნდა ებრძოლონ.
მე ისევ მათ ისტერიკაზე გავერთობი“, - წერს წითლიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ტემპერატურა მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
🔵 „ამ სტატიის შემდეგ რაღაცნაირი სიმპათია გამიჩნდა პატრიარქის მიმართ“ - რას წერს დომენიკ მანგო