ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა.
ლიპარტელიანმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს ჯილდო ქართველი სპორტსმენის კარიერაში გრანდ სლემის ტურნირზე მოპოვებული მესამე ოქროს მედალია.
აღნიშნულ სოციალურ ქსელში თავად ძიუდოისტი გამოეხმაურა:
„Lausanne Grand Slam 2026.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება და კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.
ამ ოქროს უკან დგას უამრავი შრომა, რთული ვარჯიში, დისციპლინა და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ამ გზაზე ჩემთან ერთად არიან.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს ოჯახს და თითოეულ თქვენგანს გულშემატკივრობისთვის, სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.
ეს გამარჯვება თქვენთან ერთადაა.
მადლობა, საქართველო!“, - წერს ეთერ ლიპარტელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: