მას შემდეგ რაც ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა იპოვეს, ქართულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ქურდი ქართველი აღმოჩნდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბექა ყორშია გამოეხმაურა, რომელმაც სახალისო პოსტი გამოაქვეყნა.
„მოკლედ, ამ ქართულ სააგენტოებს არ უნდა ენდო. ჯერ არ დასტურდებაო, მერე Live.ge-ს ჟურნალისტმა, უეჭველი ინფო მაქვს, დადასტურდა, რომ ქართველმა მოჰპარა ხვიჩას მანქანაო. მერე გამოვიდა კიდე სხვა სააგენტო და არაა ეგ მართალიო. მერე რაღაც ექსკლუზივ-შმექსკლუზივ სააგენტომ, მეგრელმა მოიპარაო.
საქმე იქითკენ მიდის, რომ საბოლოოდ ვახო სანაიას დაჰბრალდება ეს ამბავი“, - წერს ბექა ყორშია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 ხმაური თბილისის საკრებულოში - დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ