Digest Logo

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო ასე გავახარე“ - პოლიციელი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა იპოვა, ნახევრად ქართველია

1667575653
. ჯორჯო მარგალინი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინჩო ჯიბლაძე წერს, რომ პოლიციელი, რომელმაც ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული მანქანა იპოვა და პატრონს დაუბრუნა, ნახევრად ქართველია. ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა 27 წლისაა და კარაბინერად 3 წელია მუშაობს.

„ქურდი არა, მაგრამ პოლიციელი, რომელმაც ხვიჩას მანქანა იპოვა, ნახევრად ქართველი აღმოჩნდა. ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა:

„მე ბავშვობიდან ნაპოლის თავგადაკლული ფანი ვარ. დღეს ვისვენებდი, მაგრამ როგორც კი გავიგე ხვიჩას მანქანა მოპარესო, სახლში ვერაფრით გავჩერდი. შატოდან სამსახურში საკუთარი მოტოციკლით გამოვცხადდი და ბიჭებთან ერთად შევუდექი ძებნას. ძალიან გამიმართლა, მანქანა მალევე ვიპოვეთ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო ასე გავახარე. ვიცი როგორ ნერვიულობდა ყველა. ამან უფრო მეტი ძალა მომანიჭა. აქამდე არ მიფიქრია საქართველოში წამოსვლაზე. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ცხოვრება მინდა. ცოლსაც ქართველს მოვიყვან. დედა მიყვება ხოლმე ქართველი გოგონების სილამაზის და ინტელექტის შესახებ. ქართულად და მეგრულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, აწი მეტს ვისწავლი. გენაცვალე საქართველოვ! მა სი მიორქ!“.

ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა 27 წლისაა და კარაბინერად 3 წელია მუშაობს“, - წერს ნინჩო ჯიბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ...“ - რას ამბობს ქეთი დოლიძე

🎥 ხმაური თბილისის საკრებულოში - დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

🎥 „3-ჯერ რომ გეტყვიან, სიმსივნე გჭირს და შეიძლება მოკვდეო... გადავაფასე ცხოვრება, რაღაცნაირად უნდა იპოვოთ ძალა, რომელიც გადაგარჩენთ“ - ლილე ჩხეტიანი