
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მწერალთა სახლიდან, კოლეგებთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.
„მწერალთა სახლში - დათო მაღრაძესა და პაატა ჩხეიძესთან ერთად.
ფოტო გადაღებულია დათოს პოეზიის საღამოზე.
ვფიქრობ, ის დღევანდელი საქართველოს სრულიად გამორჩეული პოეტია - თემათა აქტუალურობითა და მნიშვნელობით, მხატვრულ სახეთა ინტენსივობით, შესანიშნავი ორიგინალური რითმებით, სიტყვისა და ფრაზის შეგრძნებით, გემოვნებით, პოეტური არისტოკრატიულობითა და ინტელექტუალურობით.
პაატასნაირი ერუდირებული და კომპეტენტური ლიტერატორი კი ძალიან ცოტა გვყავს.
ერთ მომენტში ამ საღამოს ჩემი მოყოლილი ანეკდოტიც მოუხდა“, - წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ადამიანს იდეალურად ქმნის სიყვარული...“ - ხატია სიჭინავა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
🎥 ქოჩორაშვილს კასტელიონში ოვაციებით შეხვდნენ - ვალენსიურ დერბიში „ლევანტე“ დამარცხდა
⭕როგორ და რა ასაკიდან გადავაჩვიოთ ბავშვები საფენის გამოყენებას?