Digest Logo

ამ ტვინით ობლებმა, რაც მუშაობს ლოქდაუნების დროს, ის დახურეს …მდააა… - ფოფხაძე

1606393485
ფოფხაძე - გახარია

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება.

მისი აზრით, ხელისუფლებამ იმ ობიექტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც კორონავირუსის დროს ყველაზე ეფექტიანად მუშაობენ.

„არა და ყველაზე მეტად რაც მუშაობს ცივილიზებულ სამყაროში ლოქდაუნების დროს, ღია ბაზრობები, დიდი ჰიპერმარკეტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ის დახურეს ამ ტვინით ობლებმა…მდააა…

ლილოს ბაზრობაზე და ვაგზლის მოედანზე რო ლამზირა და ლეილა ტუფლებს და ტანსაცმელს ყიდიან… ისინი ონლაინ როგორ მიაწოდებენ მომხმარებელს რამეს?

სამშენებლო-სარემონტო ფირმა როგორ დავაფუძნოო? ეგ ყოფილა, ძმაო, რაც ყოფილა და…“, - წერს ფოფხაძე.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ: