Digest Logo

„ამ ვირიშვილებმა ააოხრეს უკრაინა! უკრაინის „სიყვარულით“ გააგიჟეს ცხოველი! უკრაინაზე „ზრუნვით”, ბავშვების და ქალების სისხლით მორწყეს იქაურობა!“ - რას წერს ხათუნა ხოფერია

1647501809
ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს უნდა მივაწოდოთ მეტი მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც.

როგორც ხათუნა ხოფერია წერს, დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება სამშობლოს ხალხის და ხელისუფლების ერთიანობა.

„დაიჯესტი“ მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: 

„საქართველოში ომი არ იქნება!!!
არააა!!!...
მაინც ბოლომდე გვაწვებიან!
მაინც ბოლომდე გვიმეტებენ!
მაინც უნდათ, რომ ამოვწყდეთ!
მაინც უნდათ, ახალი ცხელი წერტილი საქართველოში! ომი უნდათ! ომი!!!

დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება სამშობლოს ხალხის და ხელისუფლების ერთიანობა!
დღეს, საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს ჩვენ ვწყვეტთ! ჩვენ - საქართველოს მოსახლეობა!
ამ ვირიშვილებმა ააოხრეს უკრაინა!

სწორედ, იარაღის შეგზავნით და უკრაინის „სიყვარულით“ გააგიჟეს ცხოველი! მიუგდეს მხეცს ხორცი საძიძგნად’
სწორედ, უკრაინაზე „ზრუნვით”, ბავშვების და ქალების სისხლით მორწყეს იქაურობა!
დიახ, ყველაფერი დაიწყო ზუსტად ასე!!!

დიახ, ყველაფერი დაიწყო ბევრი იარაღის ჩუქებით! დღეს, მხოლოდ ხალხს შეუძლია ხელისუფლების მიერ დეკლარირებული მშვიდობიანი პოლიტიკის დაცვა!

უნდა შევქმნათ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა!უნდა გავიდეთ ქუჩაში!უნდა მოვუწყოთ საპროტესტო აქციები ამერიკის საელჩოს, გაეროს ოფისს. უნდა შევძლოთ შევაჩეროთ იარაღის შემოტანის პროცესი!!! სასწრაფოდ უნდა ამოვაღებინოთ პარლამენტს კონსტიტუციიდან ის რაღაც სამარცხვინო ჩანაწერი, ალიანსთან დაკავშირებით! არც ერთი პროვოკაციისთვის შემოტანილი „დახმარება” არ უნდა დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე! უტილიზაცია ჩვენი შვილების სიკვდილის მაცნეებს! სამშობლო საფრთხეშია! ჩვენი შვილების სიცოცხლე განწირულია!!! სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!!! სრულიად ერი და ბერი მშვიდობის სადარაჯოზე! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - წერს ხათუნა ხოფერია.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ

🔵„გავხსნი ასტროლოგიურ „გასაღებს“ ეს 2025 წლის აპრილ-მაისში მოხდება...“ - რა პროგნოზი აქვს ასტროლოგს

🔵„იწყება რყევა შიგნიდან“ - რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის შვილმა სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა

🔵რა საფრთხე ემუქრებათ ადამიანებს, რომლებმაც რუსებსა და ბელორუსებს ბინები მიაქირავეს - მიხეილ რამიშვილის გაფრთხილება