ასტროლოგი რამაზ გიგაური უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საკუთარი პროგნოზების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი პროგნოზის ახდენის პირველი იმპულსი. ცხადია, ეს ფაქტობრივად არაფერია. ყველაფერი წინ არის.
მიუხედავად რუსეთის ამ აგრესიის შედეგებისა, ვიმეორებ, მიუხედავად შედეგებისა, რუსეთის ხელისუფლება ჩამოიშლება. ცვლილებები იქნება სისტემური.
გავხსნი ასტროლოგიურ „გასაღებს“ ასტროლოგებისთვის. რომელი პლანეტის ციკლია შვიდწლიანი ჩემო მეგობრებო? პლანეტა ურანის ერთ ნიშანში მოძრაობის პერიოდი.
პლანეტა ურანის გავლენა კუროში რუსეთისთვის ყოველთვის დამანგრეველი იყო.
ამჯერად, ეს ციკლი 2018 წლის მაისში დაიწყო და 2026 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.
მაგრამ განსაკუთრებით დამანგრეველია ურანის შეერთება უძრავ ვარსკვლავ „ალგოლთან“. ეს 2025 წლის აპრილ-მაისში მოხდება.
ჩვენ წინ საშუალოდ 3-4 წელი გვაქვს. თუმცა არ ნიშნავს ომი ამდენს ხანს გაგრძელდება. რუსეთმა დიდი ხანია ჩართო საკუთარი თავის განადგურების პროგრამა.
უბრალოდ, 2018 წლის მაისიდან კი 2026 წლის აპრილ-მაისამდე ასტროლოგიური თვალსაზრისით მისი ჩამოშლის კოდი იყო ჩართული და რუსეთმა ამ ღილაკს თითი თვითონ დააჭირა.მენე, მენე!თეკელ!უფარსინ!“, - წერს რამაზ გიგაური.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ომზე ინერვიულა და გული გაუჩერდაო“ - ბათუმელი კოლორიტი გიორგი დიასამიძე გარდაიცვალა
🔵„უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ
🔵„ამ წამს ვესაუბრე ნინო სუხიშვილს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ოქიტაშვილი
🔵„უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ