Digest Logo

🎥 „ამ ყველაფრის ცოდნა დაგეხმარება როცა გინდა ადამიანს რაღაც ისეთი ჰკითხო, რაც მისთვის სასიამოვნო არ იქნება“ - თათა გიორგობიანი სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს

1741421632
თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, მშვენიერი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და სიახლეებს პერიოდულად უზიარებს. ამასთან იგი ფსიქოლოგიას ეუფლება და გამომწერებს სხვადასხვა საკითხზე რეკომენდაციებსაც აძლევს.

ამჯერად თათამ გამომწერებს სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარა და ვიდეომიმართვა გაავრცელა:

„გიფიქრია, რომ საუბრისას იმაზე მეტს ამბობ, ვიდრე შენ გგონია? 

უამრავი კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგად, აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციისას ინფორმაციის 93% არავერბალური სიგნალებით გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. 

ინფორმაციის 55% მოდის სხეულის ენაზე. 38% კი ხმაზე, ტემბრზე და სხვა მახასიათებელზე.

უშუალოდ სიტყვებზე მხოლოდ და მხოლოდ 7 %. 

აქ საუბარია იმ კონტექსტზე, როდესაც ადამიანს ვუყურებთ, ვხედავთ და გვაქვს ეჭვი, რომ ის შეიძლება არასწორ ინფორმაციას გვაწვდის. 

ამ ყველაფრის ცოდნა დაგეხმარება ისეთ სიტუაციებში, როცა გინდა ადამიანს რაღაც ისეთი ჰკითხო, რაც მისთვის სასიამოვნო არ იქნება“, - ამბობს თათა გიორგობიანი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tata Giorgobiani (@tatagiorgobiani__)

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ორი საუკეთესო ქართველი“ - გიორგი კალანდია ნანუკა სტამბოლიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

„თავი მილიონერი მეგონა, თან არ მიყვარდა ამ ფულის დახარჯვა“ - რაში უხდიდნენ 11 წლის ციაკო ფიფიას ხელფასს

„მინდოდა ჩემი სხეულის ნაწილებისა და ქალურობის გამოკვეთა“ - როგორ დაიკლო მალიბუ ტუღუშმა ზედმეტი კილოგრამები