Digest Logo

„ამას სულ გეუბნებით - დავაკვირდეთ საკუთარ თავს, როგორ ვექცევით ადამიანებს...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1744176816
ტეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ამონარიდს ქადაგებიდან:

„ამას სულ გეუბნებით - დავაკვირდეთ საკუთარ თავს, როგორ ვექცევით ადამიანებს;

რა დოზით არის ჩემში ადამიანებთან ურთიერთობაში სიამაყე,
ამპარტავნება,
მედიდურობა,
ზემოდან ყურება,
განსაკუთრებულობის განცდა,
მრისხანება,
ბრაზი,
განკითხვა,
მენტორული ტონი,
დამრიგებლობა,
მორალის კითხვის უფლება, საკუთარ თავს რომ ვანიჭებ...

- ეს ყველაფერი რა დოზით არის ჩვენში?!

თუ ეს ხელშესახები დოზით არის,
მაშინ ჩემში ღმერთი არ არის,

იმიტომ, რომ ქრისტე ასეთი არ არის;

და არის კიდევ უფრო უარესი - როცა ეს ხელშესახები დოზითაც არის და კიდევ უფრო მეტი,
მაგრამ მე ამას ვერ ვგრძნობ...

და სუბიექტური განცდა ჩემში,

რაღაცის,

ღმერთი მგონია,
და შეიძლება ეშმაკია..

იმიტომ არის ეშმაკი, რომ თუ ღმერთია,
მაშინ მე გარეგნულად ისე უნდა ვმოქმედებდე, როგორც ქრისტე მოქმედებდა,
როგორც ქრისტე იქნებოდა“, - წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინერვიულე, არავის საქმე არ არის ჩემი პირადი“ - გია ფარადაშვილი საზოგადოების მხრიდან ბულინგზე

⭕„ნებისმიერი მიმი, სადაც სოსო და კიმ ჩენ ინი ერთად ფიგურირებენ, შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან საშიში მისთვის...“ - რა განცხადება ვრცელდება სოციალურ ქსელში?

🎥 „ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მაჩვენებელი საქართველოში ერთ პროცენტამდეა“ - რა არის ეპილეფსია და რამდენი სახეობის გულყრა არსებობს