მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც 12 წლის ასაკიდან აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ტაძარში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და წერს, რომ 5 წლიდან ყინწვისის მამათა მონასტერში, მამა შიოსთან იზრდებოდა, თუმცა ამერიკაში წასვლის შემდეგ ეკლესიას ჩამოშორდა:
„5 წლიდან, წმ. გიორგის სახ. სარკის მონასტერში და წმ. ნიკოლოზის სახ. ყინწვისის მამათა მონასტერში, მამა შიოსთან გავიზარდე, რომელმაც პირველად სტიქაროსნად შემმოსა.
მონასტერში, კვირაობით ვრჩებოდი ხოლმე და ტაძარს ვემსახურებოდი, უმაგრესი მამაო მყავს, რომელიც მატერიალური სამყაროსგან სრულიად შორს არის და ჩემს სულიერ მამად მივიჩნევ.
ამერიკაში წასვლის შემდეგ ეკლესიას ჩამოვშორდი, რწმენაშიც დავსუსტდი და ვეღარ ვლოცულობდი, ათასში ერთხელ თუ მივიდოდი ტაძრამდე და ეს სულ მაწუხებდა, მაგრამ მზად არ ვიყავი წელს.
როგორც ყოველ წელს, სია გავაკეთე თუ რისი მიღწევა მინდოდა 2026-ში და სიის პირველი რამ, ღმერთთან უფრო დაახლოება ჩავწერე.
რადგან ჩემი მამა შიო, ახლა თრუსოს ხეობაშია (ყაზბეგისკენ) და დიდთოვლობის გამო, იქიდან ვერ მოდის… მიხარია, რომ ღმერთმა და მამა ვიტალიმ, მომცა საშუალება ამ ყველაფრის განხორციელების, ისევ თავისი ინიციატივით.
დიდება უფალს!“, - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ლოტოსის ყვავილი, ვიკი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად მალდივებზე ისვენებს
🎥 „ვიღაცები დივები არიან, შენ დივების პელე ხარ“ - ნუკა კვალიაშვილი დედის ნამღერს გვიზიარებს