Digest Logo

„ფორმის წამოსაღებად მივედი, მითხრეს, მძიმედ არის, ბოლო საათებს ითვლისო... დამინახა და გაიღიმა“ - რას წერს ექთანი ნუგზარ ყურაშვილზე

1778055288
ნუგზარ ყურაშვილი

2 მაისს, თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი  ნუგზარ ყურაშვილი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვლილ ხელოვანზე სოციალურ ქსელში ექთანი წერს, რომელმაც იგი მისი სიცოცხლის ბოლო საათებში ნახა.

როგორც მედდა აღნიშნავს, მისთვის უცნობი ადამიანის გარდაცვალება ასე არასდროს განუცდია:

„პირველად პალატაში რომ შევედი მკითხა სადაური ხარ ასეთი მხიარული გოგო? 

მეგრელი ვარ, ვანში გაზრდილი, ჩემები აფხაზეთიდან არიან, სულ ასე ვაცნობ ყველას თავს.

რა კარგია სულ რომ იცინიო, კარგ ხასიათზე დააყენებ ადამიანსო.

მერე სულ ვუცინოდით ერთმანეთს, მიხარია შენი დანახვაო. მეც მიხაროდა, რომ უხაროდა ადამიანს ჩემი დანახვა.

ბოლო დღე მქონდა კლინიკაში, ფორმის წამოსაღებად მივედი, მითხრეს მძიმედ არის ბოლო საათებს ითვლისო…

არ ვიცი მე ვარ ასეთი თუ რა დამემართა იმ წუთში, თითქოს რომ არ მენახა ვერ წავიდოდი…

შევედი პალატაში.

როცა ვნახე ერთ მზერაში დავიქეცი, ისეთი სიმძიმე ვიგრძენი. 

დამინახა და გაიღიმა, ხელი ხელზე დავადე, თითქოს იმის ნიშნად რომ… და პალატიდან გამოვედი…

ასე არასდროს განმიცდია ჩემთვის უცნობი ადამიანის წასვლა…. 

ნათელი თქვენს სულს ბატონო ნუგზარ.

არ ვიცოდი რომ მსახიობი იყო, თან დიდებული“, - წერს იგი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვიღაცები დივები არიან, შენ დივების პელე ხარ“ - ნუკა კვალიაშვილი დედის ნამღერს გვიზიარებს

ლევან შელეგია შიშის ანატომიაზე - „ბიოლოგიური ფუნქცია, რაც გვიცავს რეალური საფრთხისგან და უზრუნველყოფს გადარჩენას“

პიროვნების მაზოხისტური სტრუქტურა: ტანჯვა, როგორც კავშირის ფორმა - რას წერს პრაქტიკოსი ფსიქოლოგი