Digest Logo

„ამერიკელებს რომ ვაცადოთ საკუთარი Idol-ის არჩევა არ გამოვა? - ტვინი გაიბურღა ძალიან“ - ნინო ჯანგირაშვილი

1681907971
ნინო ჯანგირაშვილი

„ამერიკელებს რომ ვაცადოთ საკუთარი Idol-ის არჩევა არ გამოვა? - ტვინი გაიბურღა ძალიან“,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ნუცა ბუზალაძის მონაწილეობას „ამერიკული ნიჭიერში“.

        👉 „ის გავლენა, რომელიც შენ გაქვს აუდიტორიაზე, არ ისწავლება, დიდებული სამუშაო გასწიე“ - ლაიონელ რიჩი ნუცაზე

American Idol-ში ნუცა ბუზალაძის გამოსვლებს ქართველი მსმენელი ძალიან დადებითად აფასებს და გულშემატკივრობს. ამ ეტაპზე, კონკურსის წესების თანახმად, ხმის მიცემის შედეგად ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი ნუცაა, რადგან მას უკვე ხმების 85%-ზე მეტი აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავში ნეგატიური არც არაფერია, მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ნუცას ეს წარმატება და თხოვნა თანამოქალაქეების მიმართ, მხარი დაეჭირათ მისთვის ხმის მიცემის სახით, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.

👉 „ეს უკვე მეორე დიდი აღიარებაა“ - ზაზა შენგელია ლაიონელ რიჩის მიერ ნუცა ბუზალაძის შეფასებას ეხმაურება

„ამერიკელებს რომ ვაცადოთ საკუთარი Idol-ის არჩევა არ გამოვა?

გიწერთ, ის აპლიკაციები, თქვენი რეგიონისთვის არ არისო ეს კენჭისყრა, იმიტომ რომ თავისას ირჩევენ ხალხო, თავისას, თქვენსას კი არა.

თვითონ ვინც მოეწონებათ ის უნდა აირჩიონ.

აბა VPN–ები და აბა ლოკაციების გათიშვა და რჩევები და გარჩევები, როგორ მოვატყუოთ აპლიკაცია კარგი საქმე გგონიათ?

ტვინი გაიბურღა ძალიან“, - წერს ჯანგირაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ ეტაპზე თითქოს შეისწავლეს კვარა მაგრამ წინ ბევრი იმპროვიზაცია გველის ამაში დარწმუნებული ვარ...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი

🔵„იმ ყველაფრის მერე, რაც კვარასთან ერთად გუნდმა აქამდე გააკეთა, მინიმუმ უხერხულია ის კომენტარები, რაც წავიკითხე“ - ნინა მამუკაძე

🎥 „ეტლით არაფერი სრულდება, დამიჯერეთ, რომ იწყება“ - როდის და რატომ გახდა ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლე