Digest Logo

„ამერიკის საელჩო დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მშვიდობას ებრძვის. ხელები შორს ჩვენი სამშობლოსგან!“ - ხათუნა ხოფერია

1678205860
ხათუნა ხოფერია

„ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ამის შესახებ ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

👉დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა - აშშ-ის საელჩო

აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა.

„ამერიკის საელჩოს პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ!

განსახილველი კანონი ნამდვილად არ არის რუსული, მაგრამ ის დესტრუქცია და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, საქართველოში ომის გაჩაღებისთვის საფუძვლის შექმნა, ნამდვილად არის ამერიკის მხრიდან მართული!

ამერიკის საელჩო დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მშვიდობას ებრძვის გუბოზების, ეკა ხერხეულიძეების, ვინმე ნავცლიშვილების და მოღალატე, სამარცხვინო ქართველის ხელით!

ჰო და ხელები შორს ჩვენი სამშობლოსგან! ამერიკამ თავი შეიკავოს ომის ღია ინსპირაციისგან!

დღეს ამერიკა აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც ნდობის სრული მანდატით სარგებლობდა!“, - წერს ხათუნა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ნახეთ, როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას ახალი სახლი ნეაპოლში (ფოტო)

🔵ლიზა ყენიას მამა გარდაეცვალა - რას წერს მომღერალი

🔵„არა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“! - გადაცემა „წიგნების თაროს“ გუნდი