Digest Logo

„ამხელა ფიგურა სირადაა ქცეული“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

1660282249
 ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

„ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეგრადირდა.

ეს შეფასება ჩერგოლეიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ამბები აინტერესებს და აგვისტოს ომზე განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

„ჯერ მარტო იმიტომ მინდა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, რომ ეს განგრძობადი და პროგრესირებადი ეროვნული სირცხვილი დასრულდეს.

ანწუხელიძის ქვეყანაში ვარდების რევოლუციის სიმბოლოს ასეთი გადაგვარება ეროვნული ტრაგედიაა. სიმბოლოებს აქვს მნიშვნელობა.

სიმბოლოების გაფარჩაკება დიდი დარტყმაა ქვეყნისთვის.

P.S. რომ გადავთარგმნო – სააკაშვილის წარმომადგენელი, რომელიც ერთადერთი მიზეზითაა ნაქირავები – ბიძინასთან სააკაშვილის ციხიდან გაშვება დაალაგოს ყველაფრის ფასად – აცხადებს, რომ სააკაშვილს აგვისტოს ომის გმირები არ გახსენებია და ეს კიდევ ერთი საბუთია, რომ ციხიდან უნდა გაუშვან. ანწუხელიძის ქვეყანაში ხდება ეს“, – წერს ჩერგოლეიშვილი და უკვე ფეისბუკ მეგობრებთან საუბარს კომენტარების ველში აგრძელებს, სადაც წერს:

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„გუშინ დავრწმუნდი იმაში, რომ ევროპა არაფერს გიშველის...“ - რას ჰყვება მაია ბაჩანაშვილი

🎥 საბერძნეთიდან შეკვეთილში - ცნობილი წყვილის თაფლობისთვე გრძელდება

🔵„ადამიანმა, რომელმაც დედის გარდაცვალების მერე ყველაფერი გააკეთა, რომ მე და ხათუნასთვის უდედობა შეემსუბუქებინა“ - იოანე ხელაიას ემოციური წერილი

წყარო: www.multimedia.ge