„აი, ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემი 13 წლიანი მღვდლობის პერიოდში, რომ ოჯახის წევრი თავად მეზიარებინა. ასევე არც ოჯახის წევრები, ხორციელი შვილები, ნათესავები და უახლოესი მეგობრები, რომლებიც ღვთის მადლით ძალიან ბევრი შემძინა ცხოვრებამ“, - ამის შესახებ რომის სამრევლოს წინამძღვარი იოანე ხელაია სოციალურ ქსელში წერს.
„როდესაც მამას 95 წლის იუბილე ახლოვდებოდა, სულ ვფიქრობდი რა საჩუქარი გამეკეთებინა მისთვის ისეთი, რომ მასაც გახარებოდა და არ ყოფილიყო უბრალოდ ფორმალობა. ადამიანმა, რომელმაც დედის გარდაცვალების მერე ყველაფერი გააკეთა რომ მე და ხათუნასთვის უდედობა შეემსუბუქებინა, დედა რომელიც 15 წლის ასაკში დავკარგე, ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო.
მამას ვინც იცნობს იცის, რომ სულ უყვარდა მოწესრიგებულად ჩაცმა და სულ გამოწკეპილი დადიოდა. მოკლედ, ყველა ნივთი რომ განვიხილე, ჰალსტუკიდან დაწყებული სუნამომდე დამთავრებული, მივხვდი რომ ვერაფერს ისეთს რაც ორივეს გაგვახარებდა და გამოიყენებდა ვერ შევარჩიე. შემდეგ ჩემს თავს ვკითხე, შენ რა გაგეხარდებოდა ყველაზე მეტად, შენს დაბადების დღეზე:
პირველი რაც ვიფიქრე ეს იყო, უფლის წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარება. განახლება სინანულით. განთავისუფლება, განწმენდა ყოველდღიურო ცოვდებისგან. ამაზე მეტი ბედნიერება და სიხარული რა უნდა იყოსთქო,მაგრამ აი მამაჩემისთვის კი ასეთი ბედნიერება თუ იქნებოდა დარწმუნებული არ ვიყავი,რადგან მამა ძველი იმ ათეისტური 70 წლიანი პერიოდის თაობაა და მისთვის რთულად წაროსადგენი მეგონა.
მოკლედ, გადავწყვიტე მეკითხა მისთვის, ყველაზე ძალიან რა საჩუქარი გაუხარდებოდა და ვკითხე ზიარების შესახებ.სამჯერ თუ ოთხჯერ მომიწია გამეორება,ან დაქვეითებული ყურთასმენის გამო,ან ვერ გაიგო საერთოდ რაზე ვესაუბრებითქო!ჩაფიქრებული რამდენიმე წამის მერე მეძახის.ზიარება,ზიარება გაბრწყინებული თვალებით,ასეთი სიხარული მამას სახეზე დიდი ხანია არ მინახავს.
აი, ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემი 13 წლიანი მღვდლობის პერიოდში, რომ ოჯახის წევრი თავად მეზიარებინა. ასევე არც ოჯახის წევრები, ხორციელი შვილები, ნათესავები და უახლოესი მეგობრები, რომლებიც ღვთის მადლით ძალიან ბევრი შემძინა ცხოვრებამ. ყველა ასაკის ყველა პროფესიის თუ სოციუმის წარმომადგენლები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, აი მამაო მე შენთან თუ ვეზიარები მხოლოდ. აი, შენ თუ ჩაგაბარებ აღსარებას.შენ თუ მოგიყვები,რა უნდა მომიყვე რაც ერთად ვაკეთეთ და ერთად გავიარეთ)), აქეთ მოგიყვებით ყველას -მეთქი)).ეს არ იქნება ის ჭეშმარიტი ზიარება და სინანული.თვქვენ თუ მე მიგაჩნივართ ყველაზე ღირსეული ძალიან ცდებითქო,იმდენი მოძღვარი და მღვდელმთავარი ჰყავს ჩვენს დედა ეკლესიას, ჭეშმარიტად ქრისტეს მოციქულნი,მლოცველნი და მრევლის მსახურნი.
ნეტა მათ მივემსგავსო,მათნაირი ქრისტეს და ხალხის მსახური ვიყო. ამიტომ მათ ყოველთვის ვურჩევდი ეკლესიური ცხოვრების დაწყებას,მისვლას მოძღვრებთან,რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან ღირსეულნი,ჭეშმარიტად ქრისტეს მოციქულნის მსგავსნი.სამწუხაროდ დღეს გარკვეული ძალები თუ მასმედიის საშუალებები მხოლოდ უარყოფითს აშუქებენ,რაც ყველგან არის სადაც კი ადამიანი მსახურობს,ეს იქნება სამედიცინო დარგში,განათლების სისტემაში,პოლიციაში თუ ხელოვნების დარგში.დარწმუნებული ვარ ყველგან არსებობენ ღირსეულნი და უღირსნი.რატომღაც ღირსეულნი ნაკლებად ჩანან.
ეს ჩვენი ადამიანური სისუსტის და ურწმუნოების ბრალია, დავაბრალოდ სხვას ჩვენი ურწმუნოება და ეკლესიის მიმართ ნაკლებად სიყვარული.არადა ეკლესია მუდამ წმიდა იყო და იქნება უკუნისამდე!მას ხომ ვერაფერი და ვერავინ შურაცყოფს ვერასედოს.როგორც ნამდვილი ბრილიანტის ქვა,არც ღარიბის და მდიდარის, არც ღისეულის და უღირსის ჯიბეში არ დაკარგავს თავის ბრწინვალებას,ისე არ დაეკარგება ეკლესიას თავის სიწმინდე.ჩვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ შევულახავთ ეკლესიას თავის ღირსებას,დანიშნულებას და სიწმინდეს! ღმერთს ვებარებოდეთ!“, - წერს იოანე ხელაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ძალიან ემოციურია იმ საოცარ შეგრძნებასთან მიახლოება, რასაც დედობა ჰქვია…“ - ნანუკა გულუა (ფოტო)