Digest Logo

🎥 „ამხელა ჯოხს ან ნივთს რომ გადაარტყამ თავში პოლიციელს, არა მგონია რომელიმე სახელმწიფოში ასე მარტივად გაატარონ ... სხვებს უნდათ დააპირისპირონ ქართველი ხალხი და მათი მიზანია, რომ იყოს არეულობა...“ - ლუკა ხვედელიანი

1732966574
ლუკა ხვედელიანი

სპორტსმენი, ლუკა ხვედელიანი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება:

„მინდა შევეხო პოლიციელებისა და აქტივისტების თემას. თითქოს მხოლოდ პოლიცია ძალადობს აქტივისტებზე. ეს არ არის რეალობა. რეალურად ამხელა ჯოხს ან ნივთს რომ გადაარტყამ თავში პოლიციელს, არა მგონია რომელიმე სახელმწიფოში ასე მარტივად გაატარონ.

მივმართავ აქციის მონაწილეებს. თქვენ ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას ამართლებთ იმით, რომ ვისზეც ძალადობთ ისინი არიან საქართველოს მტრები. ლოგიკას რომ მივყვეთ, ვინც უმრავლესობაშია, ისიც თვლის რომ თქვენ ხართ მტრები. უფრო მეტი არგუმენტები გვაქვს თქვენზე, რატომ არის ასე. მაშინ ჩვენც შეგვიძლია ვიძალადოთ თქვენზე თქვენი ლოგიკით. ჩვენ გვთვლით ქვეყნის მტრად.

ამ ყველაფერს კი მივყავართ იქამდე, რომ სხვებს უნდათ დააპირისპირონ ქართველი ხალხი და მათი მიზანია, რომ იყოს არეულობა. როგორ შეიძლება ამ მიზნის მქონე ადამიანი იყოს სამშობლოს მოყვარული. ასეთი მაგალითი იყო ამერიკაში - როცა აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში სცადეს შესვლა, მიიღეს ისეთი ზომები, რომ 4 მოქალაქე შეეწირა მათ ქმედებას. ვინც მე შეურაცხყოფას მაყენებს, ძალიან გთხოვთ ჩემს ისტორიას და წარსულს გადახედეთ“, - ამბობს ვიდეოში ლუკა ხვედელიანი.

@lukakhvedeliani მოუსმინეთ 🙌🇬🇪 #საქართველო #აქცია #georgia #ფორიუ #fyp #georgia🇬🇪 #პოლიტიკა #ნაცები #ოპოზიცია #ქოცები ♬ Beethoven Moonlight Sonata-High Sound Quality - Amemiya

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პრემიერი: არავის მივცემთ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს

„26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს პოლიციის მისამართით ცეცხლანთებული ბოთლები, ასაფეთქებლები, ჩაქუჩები და ბეტონის ნატეხები არასოდეს უსვრიათ! - ჭკუიდან გადასულმა ოპოზიციის აქტივმა რაც იკადრა რუსთაველზე, კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი“ - ირინკა ბათიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

„ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ლუკას ოჯახსა და ახლობლებს...“ - სან დიეგოს უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს