Digest Logo

„ამპარტავნება ადამიანს ღმერთთან არ უშვებს...“ - თეოდორე გიგნაძე

1758004521
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც ამპარტავნებაზე საუბრობს:

„ამპარტავნება ადამიანს ღმერთთან არ უშვებს.

კარგი, დავუშვათ და ხარ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე განათლებული, პოპულარული და მდიდარი...

- რა მერე?!
- არც არაფერი!

ეს არც ბედნიერებას მოგიტანს,
არც სიმშვიდეს,
არც სიხარულს
და რაში გჭირდება მაშინ?!

არც დაბერების პროცესი შეჩერდება და მით უმეტეს - არც სიკვდილის,
და სიკვდილი მერე სად წაგვიყვანს, ხომ კარგად იცი?!

ე.ი. რა ყოვლად გამოუსადეგარი რამ ყოფილა ეს ამპარტავნება,
ხედავ?!“, - წერია დეკანოზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ბერდებიან თუ არა ქალები და კაცები განსხვავებულად? - სპეციალისტის განმარტება

⭕„რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“ - გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური მილოცვა რჩეულს

„გელოდებით ევროვიზიაზე, იბრძოლე ამისათვის“ - როგორ ეხმაურებიან ბარბარა სამხარაძის ახალ ფოტოებს