Digest Logo

„...ან მოკვდება, ან ისე დაინვალიდდება, რომ სრულფასოვან ადამიანად ვეღარასდროს გამოძვრება ამ მდგომარეობიდან“ - ნანა გეგეჭკორი

1671020253
ექიმი ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი ფეისბუკის პირად გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი აზრით, სახელმწიფო ცდილობს მიხეილ სააკაშვილს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, სააკაშვილი სულ მინიმუმ  დაინვალიდდება.

„ვინც ვერ ხვდებით რა ხდება, დამარცვლით ავხსნი....

სახელმწიფო სტრუქტურას რომ ეძახით ჯერ კიდევ, ის სისტემა ეცდება დაელოდოს წერტილს, რომლის იქით პაციენტი შეუქცევადად ან მოკვდება ან ისე დაინვალიდდება რომ სრულფასოვან ადამიანად ვეღარასდროს გამოძვრება ამ მდგომარეობიდან. მერე ჩანიშნავს სასამართლოს, გამოიჩენს ჰუმანურობას, გადაიყვანენ კარგ კლინიკაში და იტყვის, ჩვენთან არაფერი დამართვია, იმ თქვენს საუკეთესო კლინიკაში გარდაიცვალა ან დაინვალიდდაო.

ჯერაც სახელმწიფოდ რომ მოიხსენიებთ დიდი ხნის წინ დეჰუმანიზებულ წარმონაქმს იმიტომ გიბედავენ, რასაც თვალს ადევნებთ.

ახალი წლები მოდის, თავის ტვინის ის უბნები ხდებიან დომინანური, რაც საცივით და ხაჭაპურით ტკბობაზე აგებენ პასუხს და ნაკლებად მტკივნეული იქნება იმ შეუქცევადი წერტილის დადგომა...“, - წერს ნანა გეგჭკორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მგონი უკვე არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიშისტია და ვინ ანტიმიშისტი, ამ საქმეში ხელისუფლება დიდ ქაქს ჭამს და თან ცდილობს დაგვიმალოს“ - მერაბ მეტრეველი

🔵„ტვ პირველი მზად არის უსასყიდლოდ აღმოგიჩინოთ ტექნიკური დახმარება და სიგნალის ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს დაუყოვნებლივ“ - ნოდარ მელაძე

🔵🎥 უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის უკანასკნელი ვიდეო