
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის და, ანა მიქაუტაძე, რამდენიმე კვირის წინ დაქორწინდა. ანას რჩეული გიორგი ჩხიკვაძეა.
ქორწილის ცერემონიას წყვილის უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
საქორწინო ცერემონია გამორჩეულად რომანტიკულ გარემოში, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა.
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ახალი კადრები გავრცელდა, საიდანაც ვიგებთ, რომ წყვილმა კიდევ ერთი ქორწილი სამშობლოში გადაიხადა. მათი სამოსი კი ტრადიციული ელემენტებით იყო გაფორმებული. კადრებიდან, ასევე, ირკვევა, რომ მათ ჯვარი დაიწერეს.
ამჯერად კი ქორწილის ვიდეოგრაფი გამომწერებს კლიპს უზიარებს:
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შესაძლებელია თუ არა მეორედ ეკლესიური ქორწინება - რას ამბობს მოძღვარი