ვაზიანის N2 საჯარო სკოლა, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა :პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მწუხარებას გამოთქვამენ IX კლასის მოსწავლის, ლიზი უგულავას გარდაცვალების გამო
ანგელოზების დასს შეუერთდა საოცრად თბილი, მოსიყვარულე, კარგი: მოსწავლე, ამხანაგი, მეგობარი, შვილი და დაიკო.
ვაჟკაცურად ებრძოლა ეს სიფრიფანა გოგო ვერაგ სენს, სამწუხაროდ დამარცხდა . დაგვიტოვა ტკივილი და თბილი მოგონებები
უფალმა გაანათლოს შენი სული ლიზი, ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ, მარი Mari Chelidze თქვენს გვერდით გვიგულეთ“, - წერს ეკა ხარაიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕14 იანვარს სავსემთვარეობაა - რა რეკომენდაციებს იძლევა ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი
⭕„უახლოესი ადამიანით დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი...“ - მარიტა როხვაძე