სავსემთვარეობა მთვარის ფაზაა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარე მოქცევისას ჩვენგან მზის საწინააღმდეგო მხარესაა მოქცეული და სრული ბადროს სახით მოჩანს.
როგორც ცნობილია, მთვარის ორბიტა ეკლიპტიკის მიმართ დახრილია 5.145°-ით. შესაბამისად, როდესაც მთვარე დედამიწიდან მზის მოპირდაპირე მხარეს მოექცევა, იმ შემთხვევაში თუ ის ეკლიპტიკასთან ახლოს არ იმყოფება და არ ეცემა დედამიწიდან წამოსული ჩრდილი, მაშინ მთვარე სრულად განათებული ჩანს. ხოლო, როდესაც დედამიწა მზესა და მთვარეს შორის მაშინ მოექცევა, როდესაც მთვარე თავის ორბიტაზე გადაკვეთს ეკლიპტიკას, მაშინ ადგილი აქვს მთვარის დაბნელებას. მთვარის დაბნელებას ყოველთვიური (29.5 დღე-ღამე) ხასიათი ექნებოდა, მთვარის ორბიტა რომ არ ყოფილიყო დახრილი ეკლიპტიკის მიმართ, მაშინ მზე-დედამიწა-მთვარეს შორის მონაკვეთი ყოველთვიურად ზუსტად ერთ წრფეზე აღმოჩნდებოდა, რაც გამოიწვევდა სავსემთვარეობის მაგივრად - მთვარის დაბნელებას.
14 იანვარს გვაქვს სავსემთვარეობა, თბილისის დროით 02:28 საათზე. მთვარე ლომის ზოდიაქოში 13:13 საათზე შევა.
ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თავის გამოცემულ ჟურნალში საზოგადოებას ამ დღესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს:
საქმეები: საქმეები გადადეთ შეძლებისდაგვარად
სიყვარული: ეს დღე მშვიდად გაატარეთ
მთვარის გავლენაა და იკრძალება ოპერაციები: ყველა ორგანოზე
რეკომენდაცია: დალოცეთ ყველა, გაუგზავნეთ ყველას სიყვარული. გულით ითხოვეთ შენდობა ვისთვისაც გიწყენინებიათ, ასევე აპატიეთ. სანთელ-საკმეველით გაწმინდეთ ჩაგუბებული ენერგიები. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება-გასესხება. შედეგიანია დასამთავრებელი საქმეების დაგეგმვა, ჩამოწერა, რისი დასრულებაც სწრაფად გსურთ.
კვება: გამორიცხეთ ხორცი, მიიღეთ ბოსტნეულის სმუზი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უახლოესი ადამიანით დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი...“ - მარიტა როხვაძე
🎥 „ძალიან მინდოდა მეორე შვილი, მენანებოდა თავი იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი გამეჩინა“ - 23 წლის