ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პაციენტებს სხვადასხვა თემაზე ხშირად უზიარებს რეკომენდაციებს.
ამჯერად, მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით საგანგაშო რეალობაზე საუბრობს:
„ანტიბიოტიკის მხოლოდ ერთი კურსი და 8-წლიანი (ან სამუდამო) დაზიანება ნაწლავებში!!
ხშირად გსმენიათ ფრაზა: „არაუშავს, ერთ კურსს დავლევ, ორგანიზმი ახალგაზრდაა, მერე პრობიოტიკს მივაყოლებ და აღდგება“? - რეალობა ბევრად უფრო მძიმე და საგანგაშოა, ვიდრე წარმოგვიდგენია.
შედეგები იმაზე მეტად დამაფიქრებელია, ვიდრე აქამდე გვეგონა: სულ რაღაც 1 კურსიც კი საკმარისია! არ არის საჭირო თვეობით წამლის სმა. ანტიბიოტიკის მხოლოდ ერთი, სტანდარტული კურსიც კი საკმარისია ნაწლავის მიკრობიომის ხანგრძლივი და მძიმე დაზიანებისთვის.
8 წელიც არ ყოფნის აღდგენას! – კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკის მიღებიდან 4-დან 8 წლის შემდეგაც კი, მიკრობიომი სრულად ვერ უბრუნდება საწყის, ჯანსაღ მდგომარეობას. ანუ, დღეს უსაფუძვლოდ დალეულმა წამალმა შესაძლოა თქვენს ორგანიზმზე კვალი 2034 წლამდეც კი დატოვოს!
ბაქტერიების სამუდამო დაკარგვა - ანტიბიოტიკოთერაპიიდან წლების შემდეგაც კი, ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო და აუცილებელი ბაქტერიების სახეობების 10-15% საერთოდ გამქრალია და აღარ პროდუცირდება.
ნაწლავის მიკრობიომი მხოლოდ „საჭმლის მომნელებელი ტრაქტი“ არ არის. ეს ჩვენი იმუნური სისტემის მთავარი შტაბია, რომელიც პირდაპირ განაპირობებს ალერგიული, ავტოიმუნური თუ ქრონიკული დაავადებების პრევენციას.
ყოველ ჯერზე, როცა ექიმის გარეშე, თვითნებურად, ვირუსულ ინფექციაზე, გაციებაზე ან „პროფილაქტიკისთვის“ ანტიბიოტიკს ყიდულობთ, იცოდეთ, რომ საკუთარი ხელით ანადგურებთ თქვენს შინაგან ეკოსისტემას და წლობით უმცირებთ სხეულს თავდაცვის უნარს“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ბაბი კირკიტაძე 31 წლის გახდა - როგორ მიულოცეს მომღერალს დაბადების დღე პირდაპირ ეთერში
🎥 როგორ ვიქცევით გიურზასგან დაკბენის შემთხვევაში? - ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის განმარტება