გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სექსუალურ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე საუბრობს:
„1. ისეთივე ბუნებრივი და არასათაკილოა პანიკური აშლილობის ქონა, როგორც დიაბეტის თუ ართროზის.
მე, მაგალითად, მქონდა უნივერსიტეტში პირველ სემესტრში პანიკური შეტევები. ექიმმა გამიშვა ფსიქოთერაპევტთან და ასე მოგვარდა პანიკაც და კიდევ ბევრი სხვა რამაც.
2. ბუნებრივი უნდა გახდეს მენტალურ დაავადებებზე საუბარი, საჯარო დისკუსიები. გამოვიდეთ საბჭოური გამოქვაბულიდან, სადაც ფსიქიკურად ავად მყოფ ოჯახის წევრებს სახლში მალავდნენ ათწლეულობით.
3. ფსიქიკურად არაჯანმრთელი არ არის გიჟი.
4. ფსიქიკა ყველაზე კომპლექსური ორგანოა. შესაბამისად ლოგიკურია, რომ რაღაც დროს ის მწყობრიდან გამოვიდეს.
5. ფსიქიკური პრობლემების სპეციალისტი არ არის ნევროლოგი თუ მისი საბჭოური ვერსია - ნევროპათოლოგი, არამედ ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი.
6. პანიკური და შფოთვითი აშლილობა წესით ყოველთვის ბოლომდე იკურნება და არ საჭიროებს მედიკამენტებს, თუ ჩატარდება ადეკვატური ფსიქოთერაპია.
7. სქესობრივი პრობლემების დიდი ნაწილი ფსიქოგენურია! არ დაიზაფროთ, დროულად მიმართეთ ამაში სპეციალიზებულ ფსიქოლოგს.
8. ანტიდეპრესანტები ნეგატიურად მოქმედებს ლიბიდოზეც, ერექციაზეც და ორგაზმის უნარზეც.
9. დანაშაულია მოზარდის წინაშე მისი “ბოზებში” წათრევა “დასავაჟკაცებლად”.
ამით ძალიან ბევრი იღებს ტრავმას, ხშირად სრულიად დარღვეული სქესობრივი ფუნქციით მთელი ცხოვრების მანძილზე.
10. ყველას აქვს უფლება, პირველი სექსი არ იყოს ნაყიდი.
11. სქესობრივი განათლების არქონა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა, განსაკუთრებით რეგიონებში.
12. მასტურბაციაზე აგდებულად ლაპარაკი პაპუასური და არაგულწრფელია. სინამდვილეში ყველა მასტურბირებს!
13. სექსი არას თქმის შემდეგ უკვე გაუპატიურებაა.
14. ორგაზმი არ უნდა იყოს სექსის ერთადერთი მიზანი. შეიძლება ფანტასტიკური სექსი ორგაზმის გარეშეც.
15. ყველანაირი სექსი სექსია! არ უნდა მოხდეს აუცილებლად პენეტრაცია, რომ
სექსს სექსი დაერქვას.
16. მშობელი ისეთი უნდა იყოს, რომ შვილს არ ეშინოდეს მასთან არაფერზე საუბარი. გინდ ორსულობა იყოს ეს, გინდ სეწსუალური ორიენტაცია, გინდ შეყვარებული, გინდ სექსიალური დისფუნქცია.
17. ბიჭებო, პორნომსახიობების პენისის ზომა არ არის ნორმა. სინამდვილეში საშუალო პენისი ბევრად პატარაა ზომაში.
ასევე არაა ნორმა ორსაათიანი ერექცია. ისინი ყველანი ვიაგრას იღებენ გადაღებების დროს, არაერთ აბს!
18. გოგოებო, როგორც პორნოებში, მასე ორგაზმი არ ხდება რეალურ ცხოვრებაში. პორნოებში ქალების ორგსზმების 99% ცარიელი წივილ-კივილი და ფეიკია.
19. შენი ნამდვილი სექსუალური
პროფილი თუ ორიენტაცია თუ გინდა გაიგო,დააკვირდი, რაზე თუ ვისზე ფიქრობ ხოლმე უშუალოდ ორგაზმამდე. ორგაზმამდე მიმყვანი ფიქრები, ადამიანები, სცენები, ფანტაზიები ქმნიან შენს ნამდვილ სექსუალურ ორენტაციას.
20. ყველანაირი სექსი მოსულა, რომელზედაც ერთხმად შეთანხმდა 2 ან მეტი სრულწლოვანი ადამიანი და რომლის შედეგადაც არავინ ზიანდება, ვინც ამ სექსში არ მონაწილეობს.
21. წავედით ყველანი პოპკორნებით კომენტარების სექციაში“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლოა გეგმები შეიცვალოს, რამაც გული დაგწყვიტოთ...“ - 13 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი