
სოციალური ქსელის მომხმარებელმა ხათუნა გიორგობიანმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე განცხადება გამოაქვეყნა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ გვიშტიბში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა, რომელიც ბოლოს 30 ივნისს, 10:00 საათზე ნახეს.
გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა ხათუნა გიორგობიანი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ემოციურ წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„დე, ხომ იცი როგორ ძლიერ უყვარხარ შენს მშობლებს, შეგვიცოდე მე და მამიკო, ვეღარ ვუძლებთ ამ ტკივილს სად ხარ?
სად უნდა გეძებო აღარ ვიცი. გთხოვ, გამოჩნდი და ყველაფერი კარგად იქნება. აქ ვართ მე და მამიკო, შენს გვერდით. მხოლოდ ერთი ზარი ან შეტყობინება და იმ წუთს შენთან გავჩნდებით და გულში ჩაგიკრავთ.
ყველანი შენს გვერდით ვართ, დამიბრუნდი დე“, - წერს ხათუნა გიორგობიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ქართველი ქალი, მეტსახელად „ობობა“ ათენში მოხუცებს ნარკოტიკით აბრუებდა და ძარცვავდა