Digest Logo

🎥 საჩუქრად „პორშე“ და ნიშნობა 4 ბეჭდით - გელა ბარკალაიამ შვილს და რძალს დედის საფლავზე გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო - ვინ არის და რას საქმიანობს ცნობილი ბიზნესმენის სარძლო?

1755513498
 გელა ბარკალაია

ცნობილი ბიზნესმენი გელა ბარკალაია, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. 

გე­ლამ შვი­ლის, მათე ბარ­კა­ლა­იას ნიშ­ნო­ბა მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას - მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბი­ის საფ­ლავ­ზე აღ­ნიშ­ნა. ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ბევ­რის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლეში სწრა­ფად გავ­რცელ­და.

„დედის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე.

თუ ვინ­მეს ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა გა­უ­ხარ­დე­ბო­და, არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი (გარდაცვლილები იგულისხმება) და მე გადავწყვიტე, რომ ჩემი რძლისთვის აქ გადამეხადა ეს დღე, რომელსაც ბეჭდის გადაცემა ჰქვია“, - თქვა გელა ბარკალაიამ.

მან მომავალ რძალს, ასევე გადასცა საათი, რომელსაც ატარებდა გელა ბარკალაიას დედა და ბებია.

უსაჩუქროდ არც შვილიშვილი დატოვა და ოქროს ცეფი და ჯვარი აჩუქა. 

ნიშ­ნო­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის და­სას­რულს, სა­ლო­მე სა­ლა­ყა­ი­ას, მო­მა­ვალ­მა მა­მამ­თილ­მა კი­დევ ერთი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცა - ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი, შავი ფე­რის „პორ­შე“, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, გი­გან­ტურ თეთრ ყუთ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

„ღმერთო ძალიან ლამაზია“, - ამბობს სალომე სა­ლა­ყა­ია.

ვიდეო ნახე აქ 👉 https://www.facebook.com/gela.barkalaia.1/videos/1762820027691621

გელა ბარ­კა­ლა­ი­ას სარ­ძლო, სა­ლო­მე სა­ლა­ყა­ია, მო­დე­ლია. ის აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სხვა­დას­ხვა ბრენ­დებ­თან და მათ ტან­საც­მელს რეკ­ლა­მას უწევს. 

მათემ სალომეს ხელი რამდენიმე კვირის წინ სთხოვა - ნახეთ ვიდეო 👇

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Salome Salakaia (@ssalomesalak)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არასდროს მისაუბრია მეტყველების დეფექტზე, რომელიც დაბადებიდან მქონდა...“ - როგორ იპოვა ზაკ მირიანაშვილმა ლოგოპედი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

🎥 „ენას კბილი დააჭირეთ... შესაძლოა, ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕ „ტრადიციულად ამ ფოტოთი გილოცავ დაბადების დღეს, საიდანაც რეალურად დაიწყო ჩვენი ამბავი სიყვარულისა!“ - ნინა ხუბუტია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს