
პოლიტიკური პარია „გირჩის“ დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე ნატა ქორიძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ქორიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად რეორგანიზაცია და უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტის გაუქმება დასახელდა.
მომხდარს ჯაფარიძემ პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდა და აღნიშნა, რომ მის მეუღლემდე უწყებიდან თავისი ძმაც გაათავისუფლეს.
„ჩემი აზრით, ცალსახად მოტივები არის პოლიტიკური. აქამდე ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ სამ წლამდე ბავშვი თუ გყავს, ვერ გიშვებენ ვერც რეორგანიზაციის მიზეზით.
ჩვენ ისე მოხდა, რომ 2013-ში და 2017-ში გავაჩინეთ ბავშვები და ამის გამო ვერ გაუშვეს, მერე პანდემია იყო და ერთი წელი ამან წაიღო. როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა, გაუშვეს. ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს ასევე საგარეოდან, მიზეზი რეორგანიზაცია დაუსახელეს კი“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„34 წლის მერე ნაპოვნი ძმა“... – ემოციური კადრები, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ