პოპულარული ქართველი მსახიობი, ლელა მებურიშვილი, რომელიც ბოლო წლებია ოჯახთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში დიდი წარმატების შესახებ ინფორმაციას აზიარებს და ემოციურ კადრებს აქვეყნებს.
მსახიობის თქმით, მან ლონდონში მაგისტრის ხარისხი მიიღო და ფილმის გადაღებაც დაასრულა.
ლელა აღნიშნავს, რომ ეს პერიოდი მის ცხოვრებაში საკმაოდ რთული, თუმცა უზომოდ საინტერესო იყო.
„რამდენიმე თვის წინ ლონდონში დავიცავი მაგისტრის დიპლომი და გადავიღე ფილმი. საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.
ახლა მივხვდი, რომ აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეზიარებინა ეს ფოტოები ის კადრები, რომლებიც დღემდე მახსენებს, რატომ ღირდა ეს ყველაფერი.
ეს არიან ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე შემხვდნენ და გვერდით დამიდგნენ.
მხარდაჭერით, რჩევით ან უბრალოდ იმით, რომ იქ იყვნენ მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
ბევრ მათგანს თავიდან საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ეს იდეა გაიზიარეს, შეუყვარდათ და ყველაფერი გააკეთეს, რომ რეალობად ექციათ.
სიტყვებით მართლა რთულია გადმოვცე, რამდენად მადლიერი ვარ. ეს გამოცდილება სწორედ თქვენთან ერთად გახდა ასეთი განსაკუთრებული“,- წერს ლელა მებურიშვილი.


